დავით ქართველიშვილი: რუსული დეზინფორმაცია ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონის, FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი", რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატურად გვაწვდის ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე და მის ოჯახზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
551 03 ოქტომბერი 2023, 19:11

რას ისახავდა მიზნად USAID-ის მიერ საქართველოს რეგიონებში ჩატარებული სემინარები და რა გავლენას ახდენდა ის საზოგადოებაზე - ამ თემაზე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

„USAID-ი რეგიონებში ტყუილად არ აფინანსებდა „მედია-სკოლებს" თემაზე: „რუსული სახელისუფლებო დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები". მარტივ მაგალითებზე ასწავლიდნენ. აი, ვთქვათ რუსეთის საინფორმაციო მანქანა იძახის, რომ უკრაინა ომში მარცხდება, ეს არის სიცრუე და დეზინფორმაცია! იძახიან, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა ძლიერდება. ტყუილი! ავრცელებენ მონაცემებს, რომ ომის პერიოდში დასავლეთის საქონელბრუნვამ რუსეთთან იმატა, დეზინფორმაცია!!!

ანუ, ასე მარტივად მივუახლოვდით ახალ სტიგმას: „რუსული სიცრუე" ან „რუსული ფეიკი" ან „რუსული დეზინფორმაცია". ამიტომ, როდესაც მეორე დღეა მიდის მსჯელობა, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც დეზინფორმაციებთან „მებრძოლი" USAID-ი სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში, ქართული სუბტიტრებით ინგლისურ ტექსტს ძალზე თავისებურად, „რუსულად" თარგმნის - ა! აგია იგი! რუსული სიცრუე. როდესაც USAID-ის მიერ დაქირავებული „ქოუჩი" ყვება, როგორ უნდა გამოიყენო ბულდოზერი პარლამენტის მეორე სართულზე მოსახვედრად, თურმე საუბარი მიდის ონკოლოგიის მძიმე ფორმის დაძლევის მეთოდებზე. როდესაც „ქოუჩი" აყალიბებს თავდასხმის ობიექტების ლოგიკურ ჯაჭვს: ხელისუფლება-ეკლესია-საზოგადოება, საუბარი მიდის საეკლესიო გალობაში მრავალხმიან პრაქტიკასთან ერთან ბიზანტიური სტილის შემოღებაზე და ა.შ. რუსული სიცრუე, რუსული „ფეიკი“ და რუსული დეზინფორმაცია, ყოველივე ეს ისევე შემოუბრუნდა USAID-ს, როგორც ამერიკული კანონ FARA-ს სახით შემოუბრუნდა ის „რუსული კანონი", რომელიც შორეული ამერიკიდან სისტემატურად გვაწვდის ჩვენ ოპერატიულ მასალას სააკაშვილზე, მის ოჯახზე, ქვეყნის პრეზიდენტზე, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებზე, დავით კეზერაშვილზე და ა.შ.

როდესაც ტოტალური, აბსოლუტური სიცრუე ხდება შენი და გარშემო სამყაროს ურთიერთობებში ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება, რა მნიშვნელობაა აქვს, მე რას შეგეკითხები ან შენ რას მიპასუხებ? ეს ხომ ყველა ვარიანტში სიცრუე იქნება. ამ ცხოვრებისეულ პლატფორმაზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სქესს, ცისარტყელას ფერებს, გრძნობებს, განცდებს, სამართლიანობას? სიცრუის მამას უწოდებს ლუციფერს ჩვენი დედა-ეკლესია - ჩვენ კი, მის შვილებთან გვიწევს ყოველდღიური მეტად არასასიამოვნო „სტრატეგიული" ურთიერთობა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს
ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად - ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა
ჯაბა ხუბუა- 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია
არქივი