დავით ქართველიშვილი: ომი ომია და ჩვენ ის არ გაგვიჩაღებია. სახელმწიფო ქვეყნის დაცვის ბრძოლაში ასაკობრივ "შეღავათებს" ვერავის ვერ გაუწევს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
597 07 ოქტომბერი 2023, 11:02
„ფაქტია, რომ სექტა ვაიძულეთ მოახდინოს საკუთარი ტაქტიკური სვლების გზადაგზა გადაფორმატება. ამავდროულად მათი პატრონების სტრატეგიული გეგმები არ შეცვლილა: ამ ხელისუფლების გადაყირავება უნდა მოასწრონ 2024 წლის ბოლომდე“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილი თქმით, რადიკალური ოპოზიციის უცხოური პატრონების სტრატეგია არ შეცვლილა და კვლავ ცდილობენ 2024 წლის ბოლომდე ქვეყანაში არეულობა მოხდეს, რომ ხელისუფლება რევოლუციური გზით შეცვალონ. „ფაქტია, რომ სექტა ვაიძულეთ მოახდინოს საკუთარი ტაქტიკური სვლების გზადაგზა გადაფორმატება. ამავდროულად მათი პატრონების სტრატეგიული გეგმები არ შეცვლილა: ამ ხელისუფლების გადაყირავება უნდა მოასწრონ 2024 წლის ბოლომდე. ასე რომ, მხნედ და ფხიზლად ყოფნა გვმართებს როგორც მინიმუმ ამ პერიოდის განმავლობაში. მათი ტაქტიკური სვლების ნაირსახეობებში აშკარა დეფიციტი და მოძველებული მეთოდები, გვაძლევს საშუალებას პრევენციულად მომგებიანი წინმსწრები ნაბიჯები გადავდგათ. ქვეყნის ჯანსაღი მოსახლეობის მხარეზეა ერთდროულად სამწუხარო და საბედნიერო გარემოება. საბედნიერო - აგენტოკრატების მიერ ბარიკადების წინა ხაზზე გასაშვები "სახარჯი მასალის" სიჩლუნგე, მათი ზომბირება, დაპროგრამირებული აზროვნების "ერთუჯრედიანობა", ელემენტარული ანალიზის კეთების უუნარობა, მსჯელობის სრული ალოგიკურობა და მათი მოქმედებაში მომყვანი მოკლევადიანი "დამუხტვის ელემენტი". მაგრამ ყოველივე ჩამოთვლილი არის სამწუხარო და ეროვნულ ტრაგედიას წარმოადგენს. ქართველობის გენეტიკური ჯაჭვი დახარვეზდა, მას დაუჟანგდა (დაუჩირქდა) რამოდენიმე რგოლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დამპალმა რგოლებმა ძირითადად ინდივიდუალურ საოჯახო კოდებს შეუჩერეს მომავლისკენ მიმავალი ტრადიციული წინსვლა და ერის კოდი ოდნავ დაახარვეზეს, მაგრამ მწყობრიდან ვერ გამოიყვანეს, მაინც გეცოდება ეს დაპროგრამირებულ რობოტებად გადაქცეული პატარა არსებები. არ მეცოდება მათი მშობლები. სწორედ ისინი წარმოადგენენ საკუთარი შვილების გენმოდიფიცირებაში ძირითად მამოძრავებელ ძალას. მეცოდებიან ამ პატარა ზომბების ბებია/ბაბუები. ჩემს მეზობლად მოწმე ვიყავი საშინელი სცენის - 16 წლის "ლაზარეს" ფანი საშინლად "აკაჩავებდა" თავის გამზრდელ ბებიას, რომელიც მარტის აქციების დროს პოლიციის მხარეზე იყო. ამ პატარა რობოტმა ბებია იმ დონემდე მიიყვანა, რომ აცრემლებული ცდილობდა გაშმაგებული შვილიშვილის წინაშე ბოდიშების მოხდით მის უშედეგო დაწყნარებას. მოკლედ, ომი ომია და ჩვენ ის არ გაგვიჩაღებია. სახელმწიფო ქვეყნის დაცვის ბრძოლაში ასაკობრივ "შეღავათებს" ვერავის ვერ გაუწევს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს“,- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი