უკრაინის ბრძოლამ ერთი რამ ნამდვილად შეძლო - სტატუსის მონიჭების პროცესში ნათლად წარმოაჩინა საქართველო იმ სამი სახელმწიფოსგან, როგორც დემოკრატიის გზაზე მავალი უპირობო ლიდერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
577 11 ოქტომბერი 2023, 18:25
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, ვინც უკრაინის ბრძოლას მიაკუთვნებს ქართველი ხალხისა და ხელისუფლების უდიდეს შრომას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი,  ის უპასუხოდ არ დარჩება.

„გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის ლობისტები უცხოეთიდან. დღეს ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ გვითხრა, რომ „უკრაინის ბრძოლის გარეშე საქართველოს არ ექნებოდა სტატუსის მიღების შანსი“. 

 ეს კიდევ ერთი ახალი გზავნილია რადიკალების მხარდამჭერებისგან. მინდა გარკვევით ვუპასუხო ყველას, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს და ამჯერად ცდილობენ სტატუსის მონიჭება უკრაინის ბრძოლის მონაპოვრად აღიარონ. 

 უკრაინის ომმა პირიქით,  ბევრად აზარალა საქართველო და მათ შორის, გაართულა ევროპისკენ სავალი გზა. სწორედ მეორე ფრონტი გახდა სავაჭრო თემა ჩვენთან  სტატუსის მონიჭების სანაცვლოდ. ამიტომ, ვინც იკადრებს და ამ მორიგ უსამართლო ბრალდებას წამოაყენებს, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს ჩვენგან. 

საქართველო გეგმურად და დამაჯერებლად მიუყვებოდა ევროპისკენ სავალ გზას. ჩვენ 2024 წელს უნდა წარგვედგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს იქნებოდა მაღალი დონის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესი, რომელიც აუცილებლად დასრულდებოდა სტატუსის მონიჭებით და შემდეგ გაწევრიანებით. უკრაინის ომმა ეს ყველაფერი დაანგრია და სავაჭრო თემად გაგვიხადა ქართველი ხალხის არჩევანი - ევროპული ოჯახის წევრობა. რა თქმა უნდა, აქ უკრაინას არ ვადანაშაულებთ, მაგრამ ვინც უკრაინის ბრძოლას მიაკუთვნებს ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ამ უდიდეს შრომას, მას უპასუხოდ არ დავტოვებთ. 

უკრაინის ბრძოლამ ერთი რამ ნამდვილად შეძლო - სტატუსის მონიჭების პროცესში ნათლად წარმოაჩინა საქართველო იმ სამი სახელმწიფოსგან, როგორც დემოკრატიის გზაზე მავალი უპირობო ლიდერი.“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი