რადიკალური ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს, საპარლამენტო უმრავლესობას სასამართლოსთან დაკავშირებით არ უმუშავია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 11 ოქტომბერი 2023, 18:26
ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკური პარტიების და მათთან დაკავშირებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთგვარ აჟიოტაჟსა და  სპეკულაციურ განცხადებებზე უნდა ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა, რომ დარეგულირებულიყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, გავითვალისწინეთ,-  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს, საქართველოს პარლამენტს სასამართლოსთან დაკავშირებით არ უმუშავია. 

ოხანაშვილის განმარტებით, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები ახდენდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი იმ სამუშაო ჯგუფის საბოტაჟს, რომელიც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობდა.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ვითანამშრომლებდით ვენეციის კომისიასთან. პირველივე პაკეტი, რომელიც დავაინიცირეთ, გავუგზავნეთ ვენეციის კომისიას და დღემდე მათთან კონსულტაციების რეჟიმში ვართ. თუ დააკვირდებით, რადიკალური ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს, საპარლამენტო უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტს, სასამართლოსთან დაკავშირებით არ უმუშავია და თითქოს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც განვახორციელეთ, არაფერს ნიშნავს.

ჩვენ საზოგადოებას და თქვენც შეგახსენებთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დასაწყისშივე შევქმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სამთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიმუშავა  სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები. ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება შევთავაზეთ საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ შესაბამისი პროფესიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ეს იყო მაქსიმალურად გახსნილი, საჯარო, ინკლუზიური პროცესი. და დღეს, ის ადამიანები საუბრობენ ამ პროცესის ნაკლოვანებაზე, გვესაუბრებიან სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე და იმაზე, რომ თითქოს ისე არ განხორციელდა პროცესი, როგორც მათ სურდათ, ვინც მთელი სამი თვის განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ ამ სამუშაო ჯგუფთან მიმართებით.

შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები, ბოიკოტს უცხადებდნენ სამუშაო ჯგუფს და არ იღებდნენ მონაწილეობას მის მუშაობაში. დღეს კი, გვესაუბრებიან იმაზე, თურმე ჩვენ არ გვიმუშავია და თითქოს არ გაკეთებულა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც სახეზეა.“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი