თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთადერთი გამოსავალი არის გადატრიალების მოხდენა იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღებთ სტატუსს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
821 13 ოქტომბერი 2023, 20:45
ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის  წევრობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს და  სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ მან  ჟურნალისტებს განუცხადა. 
„ჩვენ მხოლოდ ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება 27 ქვეყნის მხარდაჭერა და კულუარულ საუბრებში უმრავლესობის მხარდაჭერა ნამდვილად გვაქვს. წინსწრებით ვერაფერს ვიტყვი, ეს უნდა გადაწყდეს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. არ შეიძლება რეიტინგებში იყო მოწინავე, მაგალითად უკრაინასთან შედარებით და თუ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება უკრაინას ჰქონდეს სტატუსი და შენ არა. აშკარად და ცალსახად იყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ამ შეცდომას ახლა აღარ გაიმეორებენ,“ - თამთა მეგრელიშვილმა. 

რაც შეეხება სტატუსთან მიმართებაში ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს, როგორც თამთა მეგრელიშვილი განმარტავს, დესტრუქციის გარდა, ამ პარტიას სხვა გზა არ დარჩა. „რეალურად, მათთვის ერთ-ერთი ამოსავალი რჩება კანდიდატის სტატუსი. თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მოვიპოვეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს ახალგაზრდებს იმისათვის, რომ ისინი გამოვიდნენ ქუჩაში. ეს ცალსახა და ნათელია და ამას მოწმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია. ახლა, რატომ აკეთებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ, რომ რეალურად ის იდეოლოგიური ჩარჩოები მას, როგორც პარტიას უნდა ჰქონდეს, აღარ გააჩნია. კონცეპტუალური ჩარჩო პოლიტიკაში სამოძრაოდ, მას აღარ აქვს. ის არის დესტრუქციაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა პოლიტიკურ პროცესში დამარცხდა „ქართულ ოცნებასთან“.
აქედან გამომდინარე, სხვა გზა მათ აღარ დარჩათ და ერთადერთი გამოსავალი არის გადატრიალების მოხდენა იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღებთ სტატუსს,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი