ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილიზე- მაინც და მაინც იმპიჩმენტი უნდა აეკრა, რომ ბოლო-ბოლო რაც შედიოდა მის საპრეზიდენტო ვალდებულებებში, ის შეესრულებინა? არაადეკვატური პრეზიდენტი გვყოლია ეს წლები, რაც ძალიან სამწუხაროა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
643 17 ოქტომბერი 2023, 20:45
“ან ის რა იყო, გიჟივით საბუთებს რომ ითხოვდა, არიქა სასწრაფოდ უნდა გავუუქმო მოქალაქეობა ფარცხალაძესო, მიაწოდეს საბუთები და ახლა არ ვარ ხასიათზე, ვერ გავუუქმებ, ცოტა მოიცადოსო”- ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. როგორც ექსპერტი წერს, არაადეკვატური პრეზიდენტი გვყოლია ეს წლები, რაც ძალიან სამწუხაროა. “ეს ქალი ნორმალური არ არის. ან ის რა იყო, გიჟივით საბუთებს რომ ითხოვდა, არიქა სასწრაფოდ უნდა გავუუქმო მოქალაქეობა ფარცხალაძესო, მიაწოდეს საბუთები და ახლა არ ვარ ხასიათზე, ვერ გავუუქმებ, ცოტა მოიცადოსო. მაინც და მაინც იმპიჩმენტი უნდა აეკრა, განულებულიყო, რომ ბოლო-ბოლო რაც ევალებოდა, რაც შედიოდა მის საპრეზიდენტო ვალდებულებებში, ის შეესრულებინა? არაადეკვატური პრეზიდენტი გვყოლია ეს წლები, რაც ძალიან სამწუხაროა”- წერს ნინო ფოჩხუა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი