ზურაბ ქადაგიძე კახა ქემოკლიძეს: რა “ვოზდუხიც” ლიდერი გყავთ, ისეთივე უნიათოები ჰყავხართ მისი მადიდებლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 25 ოქტომბერი 2023, 10:36
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, კახა ქემოკლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ გიორგი გახარია 2020 წლის არჩევნების ფლაგმანი იყო და მას ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ქადაგიძის თქმით, გაუგებარია, სად გამოჩნდა გახარიას მაღალი რეიტინგი, ვინაიდან ის თბილისის მერის არჩევნებში “ჩაფლავდა”.
“- ნულს რომ ნული მივუმატოთ რამდენია ბაჭია? -არ დაიბნა ბაჭია, გახარია ასწია… 2020 წელს, გახარია ფლაგმანი იყო, ოღონდ დროშის ტარი ისე მრუდედ აღმოაჩნდა, მელიაზე გადაუტყდა )))) ამათი საცოდაობა ურეიტინგობაში კი არ არის, იმ სიბრიყვეშია, თავი კიტრები,რომ ჰგონიათ და სინამდვილეში, ჯონჯოლის ფუნქციასაც ვერ ასრულებენ…
ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდაო და მერე სად გაქრა ის რეიტინგი ბაჭია? 2021 წელს, რომ “მკვდარზე ვენოკი” აღმოჩნდა გახარია და მერის არჩევნებზე ჩაფლავდა? რა “ვოზდუხიც” ლიდერი გყავთ, ისეთივე უნიათოები ჰყავხართ მისი მადიდებლები…” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი