სამნიძის „წამოცდენა“ დაკავშირებულია იმასთან, რომ მას უკვე ცალი ფეხი იმ ახალ ნავში აქვს ჩაყოფილი, რომელმაც უნდა გაიყვანოს შორს, აი ამ ლუზერებისაგან, უტვინო, უუნარო (როგორც მათ ჩერგოლეიშვილმა უწოდა) მასისაგან 2024 წლის არჩევნებამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
622 25 ოქტომბერი 2023, 19:02
„აგენტოკრატების ადგილობრივი მარიონეტების აი ამ უსუსურობამ, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ვერ გამოიყენეს ვერცერთი, ხელოვნურად აგორებული პროვოცირებული სათავისოდ მომგებიანი გარემო, რამეთუ, რამენაირად შეეცვალათ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, როგორც ჩანს, აიძულა პრაგმატულ პოლიტიკაზე გადასულიყო თვითონ ევროსაბჭო, ევროკომისია, ევროკავშირი“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა. 

ქართველიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც აშშ-ს ახალი ელჩი ჩამოვიდა საქართველოში, პოლიტიკურმა ვექტორმა მკვეთრი ცვლილება დაიწყო. 

„აგენტოკრატების ადგილობრივი მარიონეტების აი ამ უსუსურობამ, რომლებმაც სამი წლის განმავლობაში ვერ გამოიყენეს ვერცერთი, ხელოვნურად აგორებული პროვოცირებული სათავისოდ მომგებიანი გარემო, რამეთუ, რამენაირად შეეცვალათ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, როგორც ჩანს, აიძულა პრაგმატულ პოლიტიკაზე გადასულიყო თვითონ ევროსაბჭო, ევროკომისია, ევროკავშირი, რომლებიც ხედავენ, რომ აბსოლუტურად წამგებიან თამაშზე ფსონის დადება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანას, რაც ევროკავშირისთვის, მთლიანად სივრცისთვის არის კატასტროფის ტოლფასი.

იმ ენერგეტიკული სატრანზიტო, სატრანსპორტო  ჰაბების გათვალისწინებით, სადაც ჩრდილოეთი დაკეტილია, აღმოსავლეთით რა მოხდება ჯერ კიდევ არ ვიცით (მაგრამ ცეცხლი უკვე დანთებულია), საქართველო ხდება ის სამშვიდობო დერეფანი, თუ გზაჯვარედინი, როგორც გვინდა ისე დავარქვათ, რომელიც აერთიანებს რესურსების მქონე სამყაროს ნახევარს მომხმარებლის მქონე სამყაროს ნახევართან - აზიას ევროპასთან.

აქ უკვე გავანებოთ თავი პოლიტიკურ, იდეოლოგიურ თამაშებს. აქ არის ძალიან დიდი რისკები. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს  მიღებული იქნება პრაგმატული გადაწყვეტილება და ამით იქნება შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილება გამოსწორებული. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცის აბსოლუტურად ყველამ. იგივე სამნიძის „წამოცდენა“ დაკავშირებულია იმასთან, რომ მას უკვე ცალი ფეხი იმ ახალ ნავში აქვს ჩაყოფილი, რომელმაც უნდა გაიყვანოს  შორს, აი ამ ლუზერებისაგან , უტვინო, უუნარო (როგორც მათ ჩერგოლეიშვილმა უწოდა) მასისაგან 2024 წლის არჩევნებამდე. 

ამისთვის, ყველაზე კარგი პარტნიორი, როგორც ისინი თვლიან არის დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. აი, ამ დაბრალებით, თავის წარუმატებლობაში დამნაშავე მხარის ძიებით, გარკვეულწილად მიმდინარეობს სალომე ზურაბიშვილის, როგორც პერსონის რეაბილიტაციაც. მერე, როდესაც სტატუსს მოგვანიჭებენ, თქვან, რომ აი თურმე, რატომ არღვევდა ბულინგის მსხვერპლი ქალბატონი კონსტიტუციას. სურთ, რომ ეს დღე მიისაკუთრონ, რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია და კონსპიროლოგიური თეორიები. 

შეიძლება ვცდები, მაგრამ დამთხვევების არ მჯერა, როდესაც აშშ-ს ახალი ელჩი  ჩამოდის - ქალბატონი რობინ დანიგანი  და უცებ ეს პოლიტიკური ვექტორის მკვეთრი კონფიგურაცია მიმდინარეობს ჩვენ თვალწინ. სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ იკრიბებიან ძირითადად ქალბატონები და ალბათ,  ქალთა პარტიას შექმნიან (ერთი მამაკაცი არ მინახავს). ყოველ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის ჰეროიზაციის მცდელობა შეიძლება ვიხილოთ წლის ბოლოს“, -განაცხადა ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი