ზაალ ანჯაფარიძე FARA-ს დოკუმენტზე: "ნაცების" ფულზე შემჯდარ ბევრ ცნობილ და საინტერესო პერსონას აღმოაჩენთ, კინზინგერიდან დაწყებული მაკკეინით დამთავრებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
679 31 ოქტომბერი 2023, 15:44
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნებულ 2016 წლის დოკუმენტებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებულ ლობისტებზეც არის ინფორმაცია, სოციალურ ქსელში აფასებს.
ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, თუ რამდენად დიდი იყო ლობისტური კამპანიის მასშტაბები, ვინაიდან, ლობისტების სიაში ისეთი ცნობილი პირების გვარები ფიქსირდება, როგორიც ჯონ მაკკეინი და ადამ კიზინგერია.
„ეს FARA-ს 2016 წლის მონაცემებია, ნაცმოძრაობის მიერ აშშ-ში წარმოებული ლობისტურ (იკითხე მოსყიდვის) კამპანიაზე. თქვენ ნახავთ რა ფართოდ ჰქონდათ გაშლილი საცეცები აშშ-ს სხვადასხვა სტრუქტურებში, ხალხის ჯიბეებიდან ამოცლილი ფულის ხარჯზე. სხვათაშორის, "ნაცების" ფულზე შემჯდარ ბევრ ცნობილ და საინტერესო პერსონას აღმოაჩენთ, კინზინგერიდან დაწყებული მაკკეინით დამთავრებული ჩაიკითხეთ ბოლომდე! P.S. ახლახანს ადამ კინზიგერმა მისი პოლიტიკური მოგონებების წიგნი გამოსცა და ალბათ საქართველოზე ბევრი ექნება მოსაგონარი.“ - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი