ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძეზე: თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ, ეგ არაფერი?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
569 31 ოქტომბერი 2023, 22:51

თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ ეგ არაფერი?! მაშინ არ არიან ქალბატონები თუ როგორაა ლიბერალურ ფაშიზმში მოსული, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე დეპუტატ ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ არავის დაცვა არ სჭირდება და პოლიტიკაში მოვიდა სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შეხვდებოდა გზად, რომელსაც თავს კი არ დაუხრიდა, უბრალოდ სახეს აახევდა.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალა და ძალიან დაჩაგრულების და შეურაცხყოფილების მანტია მოირგო.

„ახალი სტრატეგია აქვთ ამათ? ძალიან დაჩაგრულების და შეურაცხყოფილების მანტია მოირგეს?
აგრესიულმა რიტორიკამ არ გაამართლა და ტაქტიკა შეცვალეს?! თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ, ეგ არაფერი?! მაშინ არ არიან ქალბატონები, თუ როგორაა ლიბერალურ ფაშიზმში მოსული - თუ შენ ეხები, ყველაფერი მოსულა და თუ პასუხი დაგიბრუნეს, დისკრიმინაციაა? კდემა არსად გაგძვრეთ თქვე საცოდავებო…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი