ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს მიმართავს - ხელფასი, ბენზინი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
701 01 ნოემბერი 2023, 15:55

ხელფასი, ბენზინი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს.

ნიკა მელია მენეჯმენტს რამდენიმე შეკითხვას უსვამს.

„მინდა, ოპოზიციას, კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მენეჯმენტს დავუსვა კითხვა, რომელიც ლეგიტიმურად აქვს ხალხს. პარტიის მხარდამჭერებს აინტერესებთ, კონკრეტულად, რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში?

იმის ფონზე, რომ არავითარი მუშაობა არ შედგა 12 პუნქტთან დაკავშირებით, 12 პუნქტიდან შესრულებულია მხოლოდ სამი, ევროკომისიის დასკვნა კი ერთ კვირაში იქნება, ანუ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და ვერაფერი გაკეთდება – ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები, ანუ იძულებითი დემოკრატიზაციის მცდელობა არ გამოვიდა; 2023 წლის იანვრიდან პარლამენტარებს აეკრძალათ სააკაშვილთან შესვლა. შესაბამისად, არც ამ უფლების გამოყენებისთვის ხართ მანდ; ოპოზიციას 50 ხმის არსებობის შემთხვევაში აქვს კომისიის შექმნის უფლება – ვხედავთ, ამასაც არ გაყენებინებენ. გამოდის, რომ პარლამენტში გიწევთ ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს. „უცხოელები გვთხოვენ, ვიყოთ აქ“ – არგუმენტი არ მიიღება. რას გთხოვენ, უფლებამოსილებას არ გაყენებინებენ, მაგრამ არა უშავს, აქ ისხედით მაინცო? კითხვა რიტორიკულია, თუმცა პასუხებს სიამოვნებით მოვისმენ“, – წერს ნიკა მელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი