დავით კირკიტაძე: ნიკა მელიამ ჭკუა დაარიგოს ბადრი შუბლაძეს და ბაჩო დოლიძეს, ვინც მას უსმენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
535 02 ნოემბერი 2023, 15:03

საზოგადოებამ არაერთხელ ნახა ნიკა მელიას პოზიცია შეცვლილი. ჯერ არ შევალთო ამბობდა, მერე შევალთ. ჩამოყალიბდეს რა უნდა და მერე ვისაუბროთ. თუ მართლა აინტერესებს რას ვაკეთებთ, ჩართოს და უყუროს. თუ რამე კონკრეტული აინტერესებს დაგვირეკოს გვკითხოს, - ამის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„ნიკა მელიამ ჭკუა დაარიგოს ბადრი შუბლაძეს და ბაჩო დოლიძეს, ვინც მას უსმენს“, - აღნიშნა კირკიტაძემ.

ნიკა მელია პარლამენტში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წვერებს საქმიანობას უწუნებს. ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს 12 რეკომენდაციის, მიხეილ სააკაშვილისა და ასევე იმ უფლებების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო საპარლამენტო კომისიის შექმნა.

„ ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი