დავით ქართველიშვილი: ცინიზმისა და ფარისევლობის პიკი - 169 არასამთავრობო ორგანიზაცია ახლა ითხოვს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, როცა 25 დღის წინ საპირისპიროს ითხოვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
557 02 ნოემბერი 2023, 16:48

თურმე 169 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი კანდიდატის სტატუსის მონიჭების თხოვნის პეტიციას, მაშინ, როცა ზუსტად 25 დღის წინ ისინი საპირისპიროს ითხოვდნენ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და მიღწევა მიიწერონ.

„ადრე თუ „ხელნაწერები არ იწვოდა“, ახლა ციფრული მეხსიერების ამოშლაა შეუძლებელი. დღეს თურმე 169 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ითხოვს ევროკავშირისაგან საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. დღეს, 2 ნოემბერს ითხოვს. ცინიზმისა და ფარისევლობის პიკია. გავიხსენოთ, რას ითხოვდა EU-სგან იგივე „მესამე სექტორი“ ზუსტად 25 დღის წინ, 2023 წლის 8 ოქტომბერს.

25 დღის წინ საქართველოს არასამთავრობო სექტორმა შეახსენა ევროკავშირს, რომ საქართველომ მის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შეასრულა. „მესამე სექტორმა“ მოითხოვა, რომ სტატუსი საქართველოს არ მიენიჭოს „ციხიდან“ სააკაშვილის გათავისუფლებამდე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე. ასევე, მანამდე არ მიენიჭოს, სანამ „ქართული ოცნება“ არ მოაგვარებს „სისტემურ ანომალიებს“, არ შეამცირებს საარჩევნო ბარიერს 2%-მდე, და არ დაუშვებს წინასაარჩევნო ბლოკების შექმნას.

დღეს გავიდა 25 დღე. „ენჯეომ“ მიიღო ბრიუსელიდან არაორაზროვანი სიგნალი, რომ ევროკავშირმა სწორედ პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალისხმევით გადაწყვიტა შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილების გამოსწორება და არ დაუგდო ყური იმავე არასამთავრობოების ზეწოლას, სტატუსის არმინიჭების თაობაზე. ამიტომ, სასწრაფოდ ცდილობენ „ფირფიტა“ გადააბრუნონ და ამ პროცესის წარმატებული დასასრული, რასაც გაშმაგებულები ებრძოდნენ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საკუთარ „ძალისხმევას“ მიაწერონ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი