ჰამბურგის აეროპორტი დახურულია - შეიარაღებულ მამაკაცს მძევლად 4 წლის გოგონა ჰყავს აყვანილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 05 ნოემბერი 2023, 12:25

ჰამბურგის აეროპორტში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ მამაკაცს მძევლად 4 წლის გოგონა ჰყავს აყვანილი, სამართალდამცავები შესაბამის ოპერაციას ახორციელებენ, რის გამოც, ავიარეისები გაუქმდა, - ინფორმაცია აეროპორტის ვებგვერდზეა განთავსებული.

„გუშინ, საღამოს 8:24 საათიდან ჰამბურგის აეროპორტში, პოლიციის ოპერაციის გამო, ფრენების შეჩერება გახდა საჭირო. პოლიციის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ფრენები გაურკვეველი ვადით შეჩერდება. ამ შეფერხების შედეგად დღეს მთელი დღის განმავლობაში ავიარეისების არაერთი გაუქმება და შეფერხება იქნება, დილით, პირველი რეისები უკვე გაუქმდა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, შეამოწმონ თავიანთი ავიარეისის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიას ან ტუროპერატორს.

„პოლიცია ითხოვს, რომ მგზავრები, ამ დროისთვის, აეროპორტში არ მივიდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამბურგის აეროპორტში, შეიარაღებულ მამაკაცს 4 წლის გოგონა მძევლად ჰყავდა აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მამაკაცის შვილია და საქმე მასა და ბავშვის დედას შორის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავას ეხება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი