დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკონცენტრაციო ბანაკის მომსახურე პერსონალი თავს უფლებას რომ აძლევს და ხმის ამოღებას რომ გვიბედავს, ზუსტად იმის ბრალია, რომ საქართველოს თავისი „ნიურნბერგი“ არ ეღირსა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
705 07 ნოემბერი 2023, 12:55
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში 2007 წლის 7 ნოემბრის უმძიმეს დღეს იხსენებს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ტელეკომპანია „იმედი“ უმოწყალოდ იქნა დარბეული. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, 7 ნოემბრისა და იმ რეჟიმის შემოქმედების მხრიდან ხმის ამოღება, რომელთა დროსაც რუსული ოკუპაცია გაფართოვდა, სწორედ იმის ბრალია, რომ საქართველოს თავისი „ნიურნბერგი“ არ ეღირსა. „2007 წლის 7 ნოემბერი იყო ლიბერალური ფაშიზმის სისხლიანი აღლუმი, ჩატარებული იქ, სადაც 1956 წლის მარტში და 1989 წლის აპრილში, ასევე, დათხეული იყო ქართული სისხლი კიდევ ერთი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. ეს იყო უსამშობლო ნაცსექტის აღლუმი, რომლისთვისაც ის საგულდაგულოდ ემზადებოდა ქართველ ხალხზე წამების ახალი ტექნიკური საშუალებების გამოსაცდელად, მისი მენტალური გენოციდისა და ქართველობის ხერხემალში გადატეხის მიზანმიმართული ოპერაციის ფარგლებში. ეს იყო საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორის გზავნილი საზოგადოებისკენ: „იცოდეთ თქვენი ადგილი და ფასი „ჩემს მიერ აშენებულ სახელმწიფოში“. დღეს ამ საკონცენტრაციო ბანაკის მომსახურე პერსონალი თავს უფლებას რომ აძლევს და ხმის ამოღებას რომ გვიბედავს, ზუსტად იმის ბრალია, რომ საქართველოს თავისი „ნიურნბერგი“ არ ეღირსა. ამიტომაც არის ლიბერალური ფაშიზმის იმ სისხლიანი აღლუმის ერთ-ერთი სცენარის ავტორი ნიკა გვარამია დღეს გისოსებს მიღმა, ამიტომ ელოდება თავის დამსახურებულ ვერდიქტს სწორედ ამ საქმეზე ბელადი სააკაშვილი. მათ შორის კი, საკუთარ თავს სამარცხვინო ადგილი მიუჩინა დღეს იმ 7 ნოემბრის ასევე ერთ-ერთმა მსხვერპლმა სალომე ზურაბიშვილმა.“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი