შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
313 09 ნოემბერი 2023, 20:16

შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შემოსავლების სამსახურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინება მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp ) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299-299. აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დააჯილდოვა
შალვა პაპუაშვილი: სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო - დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ
ირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს
შსს - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეებს ეგზავნება შეტყობინებები, თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციისგან არ არის
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც „ნაცრეჟიმის“ ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობა განადგურებული სხვა ქალების მსგავსად - კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა
არქივი