დავით ქართველიშვილი ჩინეთის ლიდერის მისამართით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია თუ არა „პრეზიდენტის" მიერ ჩადენილმა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
672 14 ნოემბერი 2023, 00:01
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ინტერესდება რამდენად დაარღვია  საქართველოს პრეზიდენტმა კანონი, როცა როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრეზიდენტის მიმართ გააკეთა განცხადება, რის გამოც პრემიერ-მინისტრს უწევს ბოდიშის მოხდა. ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

„შეკითხვა მაქვს კვალიფიციურ იურისტებთან. სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია თუ არა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს „პრეზიდენტის" მიერ ჩადენილმა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებამ - ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული ცნობილი განცხადების სახით, რომლის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უწევს ბოდიშისა და ახსნა-განმარტებების გაკეთება. შეურაცხყო, თუ არა ამ განცხადებამ ჩინეთის პრეზიდენტის ღირსება? წინასწარ დიდი მადლობა სამართლებრივი შეფასებისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 333. „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება" 

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე,“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი