დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: რომელ "ღირსებაზეა" საუბარი, ან აგენტოკრატების ტყვეობის პირობებში, რომელ "თავისუფლებაზე", ან რა "განვითარებაა" იმაში, დღეს მომაკვდავ ნაცებში რომ ხედავ თავის პოლიტიკურ მომავალს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
831 17 ნოემბერი 2023, 12:41
რომელ "ღირსებაზეა" საუბარი ამ განცხადების შემდეგ, ან აგენტოკრატების ტყვეობის პირობებში, რომელ "თავისუფლებაზე". ან რა "განვითარებაა" იმაში, დღეს მომაკვდავ ნაცებში რომ ხედავ თავის პოლიტიკურ მომავალს," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების შესახებ, სადაც მან აღნიშნა, რომ "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ივანიშვილიც აიტანს ამ უ-ნამუსობას, ავიტანთ მას ჩვენც. უბრალოდ იმის იმედად ყოფნა, რომ თუნდაც ყოფილ "პრეზიდენტებს" უფალთან გარდაუვალი ანგარიშგების ვალდებულება არ შეეხება - თამამი და საბედისწერო შეცდომაა.



„სამედიცინო პრაქტიკაში ნამუსის გადანერგვა რომ შეიძლებოდეს, მისი სხეული დონორის ამ სუბსტანციას, რომელიც ადამი-ანს ადამიანად აქცევს, ანუ უფლის ხატად და მსგავსებად - მაინც ვერ მიიღებდა. თუნდაც აი ამ უ-ნამუსო დახასიათების გამო: "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის - დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით" (სალომე ზურაბიშვილი).
ეს უ-ნამუსო "პოლიტიკოსი" დღეს ეგრეთ წოდებულ "პრეზიდენტად" აი ამ ბანერმა გახადა. ამ ბანერზე ივანიშვილი ჯერ არ იყო "ოლიგარქი", ვინაიდან ზურაბიშვილის სხეულში ადამი-ანობის განმსაზღვრელი ეს ფუნქცია - სინდისი, ჯერ კიდევ ასრულებდა ზეცისკენ მიმართული სანამუსო ვერტიკალის დანიშნულებას. დროთა განმავლობაში ვერტიკალი ქრებოდა და მისი უ-ნამუსო ინტერესები ჰორიზონტალზე გაიშალა - აგენტოკრატებისაგან მიღებული დავალებების ჭრილში.
ივანიშვილიც აიტანს ამ უ-ნამუსობას, ავიტანთ მას ჩვენც. უბრალოდ იმის იმედად ყოფნა, რომ თუნდაც ყოფილ "პრეზიდენტებს" უფალთან გარდაუვალი ანგარიშგების ვალდებულება არ შეეხება - თამამი და საბედისწერო შეცდომაა, რომელიც ამაწუთისოფლისეული პატრონის დავალების ზედმიწევნით შესრულების სანაცვლოდ არც ერთ "30 ვერცხლად" არ უნდა გიღირდეს... 
სხვათა შორის - ნამუსთან ერთად, ის სამი ცნებაც: "ღირსება, თავისუფლება, განვითარება", ავტომატურად ქრება ხოლმე. რომელ "ღირსებაზეა" საუბარი ამ განცხადების შემდეგ, ან აგენტოკრატების ტყვეობის პირობებში - რომელ "თავისუფლებაზე". ან რა "განვითარებაა" იმაში, დღეს მომაკვდავ ნაცებში რომ ხედავ თავის პოლიტიკურ მომავალს. თუმცა, "იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ" (მეორე პეტრე 2:22)“, -წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი