„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის განცხადებით, დაჯგუფება ისრაელთან საზავო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 21 ნოემბერი 2023, 10:28
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, პალესტინური დაჯგუფება ისრაელთან საზავო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არის.

Telegram-ში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ჰამასმა“ თავისი პასუხი კატარსა და სხვა შუამავლებს გადასცა, თუმცა, დამატებითი დეტალები შეთანხმებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.

როგორც AFP-ი თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს 5-დღიან ზავს, რომელიც ისრაელის მხრიდან საჰაერო და სახმელეთო შეტევის შეწყვეტას ითვალისწინებს. სანაცვლოდ კი, „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ 50-დან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებენ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი