დიმიტრი ხუნდაძე: დღეს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ამ თარიღის საზეიმოდ ქცევა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურაცხყოფა და ამავე დროს, მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ მძიმე წარსულს არ ნანობს და უარესის ჟინი აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
546 23 ნოემბერი 2023, 14:05

20 წლის თავზე სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის, ნაციონალურ მოძრაობას შეგვიძლია ვუსურვოთ ერთადერთი - პასუხი აგონ ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე! - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მანიფესტის გამოქვეყნებას და 2003 წლის რევოლუციის წლისთავის აღნიშვნას.

ხუნდაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ქვეყნის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

„პოლიტიკურად გაკოტრებული მიხეილ სააკაშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" 20 წლისთავზე მანიფესტს გამოსცემს, რომელზედაც ხელის მოწერისკენ მოუწოდებს მთელს ოპოზიციურ სპექტრს. ოპოზიციას არ სჭირდება ოფიციალური ხელის მოწერა, ისინი ისედაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან პრეზიდენტის ჩათვლით. რაც შეეხება თავად მანიფესტს, ეს ქართველი ხალხის კიდევ ერთი დაცინვაა სისხლიანი რეჟიმის დამნაშავე პრეზიდენტისგან.

ვარდების რევოლუციამ რომ საზოგადოების მოლოდინი ვერ გაამართლა და საფრთხედ იქცა, ამიტომ იყო 2012 წლის არჩევნებში ამომრჩევლის მკაცრი პასუხი. დღეს კი მათი მხრიდან ამ თარიღის საზეიმოდ ქცევა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურაცხყოფა და ამავე დროს, მტკიცებულებაა იმისა, რომ ნაცმოძრაობა ამ მძიმე წარსულს არ ნანობს და უარესის ჟინი აქვთ.
მთელი ამ წლების განმავლობაში მათგან არ გაგვიგია სინანული ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭების გამო, ციხეებში გაუპატიურებული და ნაწამები პატიმრების გამო, დაკარგული ტერიტორიების და ბრძოლის ველზე მიტოვებული დაღუპული გმირების გამო, ბიუჯეტის გაძარცვის და ხალხის ფულის მიტაცების გამო, თავისუფალი სიტყვის ჩახშობის და მიტინგების დარბევის გამო და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო...

20 წლის თავზე სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის, ნაციონალურ მოძრაობას შეგვიძლია ვუსურვოთ ერთადერთი - პასუხი აგონ ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე! სხვა შემთხვევაში სამართალზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვერ მივიღებთ“, - წერს ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი