დავით ქართველიშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე: რისთვისაც წელიწადნახევარი გვაბულინგებდნენ და „გვა-სლავა-უკრაინ-ელებდნენ" - დღეს საკუთარი გუშინდელი სპიკერების მხრიდან უბრუნდებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
487 29 ნოემბერი 2023, 13:18

რისთვისაც წელიწადნახევარი გვაბულინგებდნენ და „გვა-სლავა-უკრაინ-ელებდნენ - დღეს საკუთარი გუშინდელი სპიკერების მხრიდან უბრუნდებათ, მაგრამ ამას "არ იმჩნევენ" თავის თბილ და კომფორტულ ბუნაგებში“- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თქმითაც, „დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწები გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. ბევრი ამბობდა ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?“

„ევროკავშირის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს „სულ რაღაც“ ასი ათასი დაღუპული უკრაინელი წამოსცდა პირდაპირ ეთერში და კინაღამ ყველა სოცქსელში დაბლოკეს ამის ამსახველ ვიდეოსთან ერთად. არსესტოვიჩმა გაასამმაგა ეგ ოდენობა და სარდალ ზალუჟნის თანაშემწის გზას არ გააყოლონ „შემთხვევით".

საქართველოს პრემიერი ლამის „ანათემას" გადასცეს, უკრაინის ომი NATO-ს საკითხს რომ დაუკავშირა, და ეს მოხდა იმ დროს, როდესაც არესტოვიჩი ჩვენი და უკრაინელი პოლიტსექტანტების უპირობო ავტორიტეტი იყო. მიუხედავად ამისა არესტოვიჩის დღევანდელ განცხადებაზე ნაცმოძრაობის აღშფოთებულ ბრიფინგებს ტყუილად ნუ ველოდებით.

გუშინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა უსაყვედურა უკრაინას, რომ მან "არასათანადოდ შეაფასა რუსეთის შესაძლებლობები" - მაგრამ ვერც მას გაუბედავენ „რუსეთუმეობის“ დაბრალებას. წარმოდგენაც არ მინდა, ქართული ნორმალური ჟურნალისტიკის მხარესაც ლეშიჭამია სვავები რომ ყოფილიყვნენ - რა ტიპის შეკითხვებით მოახდენდნენ დღეს ბელადის ბანაკის წევრების ტორპედირებას.

ყველაფერი, ზედმიწევნით და სიტყვა-სიტყვით - რისთვისაც წელიწადნახევარი გვაბულინგებდნენ და „გვა-სლავა-უკრაინ-ელებდნენ" - დღეს საკუთარი გუშინდელი სპიკერების მხრიდან უბრუნდებათ, მაგრამ ამას „არ იმჩნევენ“ თავის თბილ და კომფორტულ ბუნაგებში. რეალობა კი ასეთია: რუსეთი არასათანადოდ იქნა შეფასებული, NATO-ს ფაქტორი ამ ომის ტრიგერი გახდა, ქვეყანას შეემატა 15 მილიონი ლტოლვილი და ასობით ათასობით დაღუპული. ახლა კი აქნიეთ თქვენი დროშები გამარჯვების ყიჟინით..“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი