გია აბაშიძე - დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა- ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
595 29 ნოემბერი 2023, 17:56
ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, „ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება“

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს,  დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა.


„როგორ ყველგან გაბანძებულნი არიან მემარცხენე, სულით მარქსისტი 'ენჯეოები'! არა "რუსულ კანონს"!
თუმცა, ხსენებული კანონი საქართველომ რომ მიიღოს, ფსევდო-სამოქალაქოების გარდა, არაერთი საგარეო, ფლიდი აქტორი გადმოღვრის ნიანგის ცრემლებს. 
დამთავრდა ის დრო, როცა კორუმპირებული ევროპარლამენტის ვიღაც ნაკომუნისტარი წევრი ვითომ ჭკუას გვარიგებდა.
ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების 
შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.
სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები შეშფოთებას გამოთქვამენ ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ პროექტის გამო, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.
სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები აცხადებენ, რომ კანონპროექტმა შესაძლოა ევროკავშირის წესები დაარღვიოს. „სამოქალაქო საზოგადოება ევროპა“, „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა EU“ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტმა შეიძლება დაარღვიოს ევროკავშირის პირველადი სამართალი, ნეგატიურად აისახოს ეკონომიკურ თავისუფლებებზე და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორებიცაა შეკრების, გამოხატვის, პირად მონაცემთა დაცვის და კონფიდენციალურობის უფლებები.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი