გია აბაშიძე-Politico-ს ევროპულ გამოცემას ხელში ჩაუვარდა ასობით "გაჟონილი" დოკუმენტი, სადაც გამოვლენილია ევროკავშირის კორუფციული სკანდალის მასშტაბები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
576 04 დეკემბერი 2023, 22:13
Politico-ს ევროპულ გამოცემას ხელში ჩაუვარდა ასობით "გაჟონილი" დოკუმენტი, სადაც გამოვლენილია  ევროკავშირის კორუფციული სკანდალის მასშტაბები. 
საგამოძიებო დოკუმენტები მიანიშნებენ ევროკავშირის დემოკრატიის მანიპულირების 300-ზე მეტ სავარაუდო მცდელობის ჩანაწერზე-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. 





ანალიტიკოსის თქმით, ჯერჯერობით გამოძიებამ დააკავა ოთხი მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარი კორუფციის, ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის წინასწარი ბრალდებით. ეჭვმიტანილთა შორის არიან პანცერი, ჯიორჯი, მისი პარტნიორი და ევა კაილი, ევროპარლამენტის აწ უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.



"კატარგეითი", მაროკოგეითი" აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია, რომლითაც გამოვლინდა კორუფცია და ფულის გათეთრება ევროინსტიტუტებში.
საკითხავია, კიდევ რამდენი ქვეყნიდან მიედინება 'შავი ფული' ბრიუსელში, 'ქეშის' სახით? მათ შორის, სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობიდან".

Politico-ს ევროპულ გამოცემას ხელში ჩაუვარდა ასობით "გაჟონილი" დოკუმენტი, სადაც გამოვლენილია  ევროკავშირის კორუფციული სკანდალის მასშტაბები. 
საგამოძიებო დოკუმენტები მიანიშნებენ ევროკავშირის დემოკრატიის მანიპულირების 300-ზე მეტ სავარაუდო მცდელობის ჩანაწერზე.

კრიმინალური სინდიკატის სავარაუდო კოორდინატორები იყვნენ  ყოფილი ევროდეპუტატი პიერ ანტონიო პანცერი და მისი თანაშემწე ფრანჩესკო ჯიორჯი. 
2018-2022 წლებში გადახდები ხდებოდა კატარიდან, მაროკოდან და მავრიტანიიდან, დაახლოებით 4 მილიონი ევრო. ხსენებული ქვეყნები მათთვის სასურველ ევროგადაწყვეტილებებში იხდიდნენ თანხებს (ჯერ არასრულადაა დათვლილი).

ჯერჯერობით გამოძიებამ დააკავა ოთხი მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარი კორუფციის, ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის წინასწარი ბრალდებით. ეჭვმიტანილთა შორის არიან პანცერი, ჯიორჯი, მისი პარტნიორი და ევა კაილი, ევროპარლამენტის აწ უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

The Qatargate Files: Hundreds of leaked documents reveal scale of EU corruption scandal 

https://www.politico.eu/article/european-parliament-qatargate-corruption-scandal-leaked-documents-pier-antonio-panzeri-francesco-giorgi-eva-kaili/?fbclid=IwAR3PpXZMDjjz4MNAZDvdjq9aJ5-rZnU0NpSe2oPAxOmUQZ-988s0rv9R7Qk”- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი