დავით ქართველიშვილი: მელიას ფორმულას თუ დაეჯერება, პრინციპში მეც ანალოგიური გეგმები მაქვს, ხვალ დღევანდელ დღეს წარსულში ვტოვებ. ხოლო, დღეს ხვალინდელ დღეს სამომავლოდ ვიმედოვნებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
532 08 დეკემბერი 2023, 10:37
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში,  ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველიშვილის თქმით, მელიას განცხადება, რომ ის მიდის მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში, „სასწაული“ განაცხადია.

„მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

სასწაული განაცხადია. პირიქით რომ ხდება ხოლმე, ჰოლივუდიდან ვიცოდი: "უკან მომავალში" თუ "წინ წარსულში". მელიას ფორმულას თუ დაეჯერება, პრინციპში მეც ანალოგიური გეგმები მაქვს,  ხვალ დღევანდელ დღეს წარსულში ვტოვებ. ხოლო, დღეს ხვალინდელ დღეს სამომავლოდ ვიმედოვნებ. საიდან გაიგო მელიამ ჩემს გეგმებზე არ ვიცი, მაგრამ ერთმანეთისას რომ ემთხვევა, ძალიან არ მომწონს..." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი