თამთა მეგრელიშვილი ნოდარ მელაძის გადაცემაზე: რაც სოროსის ფონდიდან ჯერ მიშას ჩინოვნიკებს და მერე ნახევარ მსოფლიოში მოხელეებს დამატებით ფულები აქვთ მიღებული, მელაძის ლოგიკით სოროსი მსოფლიო პოლიტიკური კორუფციის მამა გამოდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
564 10 დეკემბერი 2023, 20:53
მელაძის ვერსიების (უფრო სწორად ცილისმწამებლური ფანტაზიების) ფასი საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ნოდარამ მგონი სოროსზე გადაწყვიტა გალაშქრება, პირდაპირ ვერ გაბედა, რადგან როგორც ჩანს ლიბერალური ელიტის "ლიბერალურობის" ბოლომდე არ სჯერა და ასე, ვითომ ივანიშვილზე ლაპარაკით (იცის რომ ამ შემთხვევაში არაფერი ემუქრება) შეფარულად სოროსს ლანძღავს," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნოდარ მელაძის თაობაზე. 

თამთა მეგრელიშვილი წერს, რომ მელაძემ ვერ გათვალა რა წამოაყრანტალა, როდესაც გადაცემაში თქვა, რომ საჯარო მოსამსახურეებს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან დამატებით ანაზღაურებას უხდიან და ამას პოლიტიკური კორუფცია უწოდა. „გუშინ ტვ პირველზე ნოდარა მელაძემ თავის გადაცემაში ტრადიციულ აბსურდთან ერთად საინტერესო რამე თქვა - მე მგონიაო, რომ საჯარო მოსამსახურეებს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან დამატებით ანაზღაურებას უხდიან და ეს პოლიტიკური კორუფციააო. მელაძის ვერსიების (უფრო სწორად, ცილისმწამებლური ფანტაზიების) ფასი საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ნოდარამ მგონი სოროსზე გადაწყვიტა გალაშქრება, პირდაპირ ვერ გაბედა, რადგან როგორც ჩანს ლიბერალური ელიტის "ლიბერალურობის" ბოლომდე არ სჯერა და ასე, ვითომ ივანიშვილზე ლაპარაკით (იცის რომ ამ შემთხვევაში არაფერი ემუქრება) შეფარულად სოროსს ლანძღავს. აბა რაც სოროსის ფონდიდან ჯერ მიშას ჩინოვნიკებს და მერე ნახევარ მსოფლიოში მოხელეებს დამატებით ფულები აქვთ მიღებული, მელაძის ლოგიკით სოროსი მსოფლიო პოლიტიკური კორუფციის მამა გამოდის. ან მეორეა - ნოდარა საკმაოდ გამოქ***ია და ახალი "სენსაციის" შეთხზვის პროცესში უბრალოდ ვერ გათვალა რა წამოაყრანტალა.“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი