დიმიტრი ხუნდაძე: გახარიას უგუნურობის არაფერი ეტყობოდა არც მაშინ და არც დღეს ეტყობა. მაგრამ ის, რომ დამოკიდებული იყო, თავისი ქმედებით დაადასტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
600 10 დეკემბერი 2023, 20:54
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერს დიმიტრი ხუნდაძეს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გულწრფელობის არ სჯერა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გახარიას, თუ რამე იცოდა, ეს უნდა ეთქვა თანამდებობებზე ყოფნის დროს. 
„არ მჯერა ოპოზიციაში დავაჟკაცებული ხალხის და ამის არ სჯერა არც საზოგადოებას. მით უმეტეს, თუკი ის რეალურად ფლობს ამგვარ ინფორმაციას, მას ჰქონდა ვალდებულება, როცა ის იყო არაერთ თანამდებობაზე და იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს უნდა ეთქვა თავიდანვე და არა ახლა, სასპეკულაციოდ, ახლა დამაჯერებლობის ხარისხი არის ნული,“ -  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მანვე გაიხსენა უმრავლესობის შეხვედრა, სადაც სწორედ ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერის ნიკა მელიას საკითხი განიხილებოდა. „გახარიას უუნარობის არაფერი ეტყობოდა არც მაშინ და არ ეტყობა არც დღეს, მაგრამ ის, რომ დამოკიდებული იყო, მან თავისი ქმედებით დაადასტურა. სწორედ ამის ეჭვი გამიჩნდა მაშინ, უმრავლესობის დახურულ შეხვედრაზე, როდესაც გახარია ითხოვდა ერთს და სამი დღის შემდეგ აკრიტიკებდა იმას, რასაც დახურულ შეხვედრაზე თითქოსდა თვითონ ითხოვდა. სამ დღეში ასეთი ღირებულებითი ცვლილებები არ ხდება. ე.ი. ემსახურები რაღაც მიზანს,“ - დასძინა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი