ლევან ნიკოლეიშვილი “ტვ პირველის” სიუჟეტზე ფონდ “ქართუს” განცხადებაზე- დეზინფორმაციის პარტიული ტელე მანქანა მუდმივად ცდილობს ფონდის დისკრედიტაციას, რაც მათი ბოსების პარტიული დავალების უბადრუკი აღსრულება გახლავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
570 10 დეკემბერი 2023, 21:14
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი “ქართუს” მიერ “ტვ პირველის” სიუჟეტზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

მისი თქმით, დეზინფორმაციის მანქანა ხშირ შემთხვევაში მოსახლეობაში პანიკისა დათესვასა და სხვადასხვა ინსტიტუტების დისკრედიტაციაზე მუშაობს, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი   მათი პატრონების ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება.

როგორც ექსპერტი წერს, “აქ არ ჩამოვთვლი იმ მრავალი მამულიშვილური საქმეების და პროექტების შესახებ, რაც ამ ფონდს აქვს განხორციელებული. დეზინფორმაციის პარტიულ ტელე მანქანა ასეთ ფაქტებს არასოდეს არ აშუქებს, სამაგიეროდ მუდმივად ცდილობს ფონდის დისკრედიტაციას, რაც მათი ბოსების პარტიული დავალების უბადრუკი აღსრულება გახლავთ”.

“თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი გახდა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში პარტიული ტელევიზიების გამოჩენა, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ ისინი რეალურად პროპაგანდის მანქანები არიან, ყველაზე მეტად ტყუილების და დეზინფორმაციის ტირაჟებით ამახსოვრებენ საზოგადოებას თავს. ამ მხრივ გამორჩეულია ნოდარ მელაძე თავისი შაბათის გადაცემით, ვითომ და ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მუდმივად ცდილობს ცილისმწამებლური სიუჟეტებითა და არ არსებული ფაქტებით წარსდგეს მაყურებლის წინაშე. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წამყვანი და მის გუნდი ისეთ ინფორმაციებს ავრცელებენ, რომ გარდა იმისა აბსურდულია დიდი დოზით არის წარმოდგენილი დაუჯერებელი ამბები: მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ მათი ბოდვის  ისეთი ცნობილი ფრაზა, როგორიცაა „ტვ პირველმა ექსკლუზიურად მოიპოვა, რუსეთის გენშტაბის დაზვერვის სამმართველოდან საიდუმლო დოკუმენტი...“ 
ცხადია,  ეს დეზინფორმაციის მანქანა ხშირ შემთხვევაში მოსახლეობაში პანიკისა დათესვასა და სხვადასხვა ინსტიტუტების დისკრედიტაციაზე მუშაობს, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი   მათი პატრონების ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება.
ამ სიბინძურის ერთ-ერთი ნაწილი ნოდარ მელაძის აბსურდი და ხშირი ბოდვაა „ფონდ ქართუ“-ს შესახებ. აქ არ ჩამოვთვლი იმ მრავალი მამულიშვილური საქმეების და პროექტების შესახებ, რაც ამ ფონდს აქვს განხორციელებული. დეზინფორმაციის პარტიული ტელე მანქანა ასეთ ფაქტებს არასოდეს არ აშუქებს, სამაგიეროდ მუდმივად ცდილობს ფონდის დისკრედიტაციას, რაც მათი ბოსების პარტიული დავალების უბადრუკი აღსრულება გახლავთ. 
სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების მანტიას მოფარულ ადამიანებს არ აწუხებთ საიდან და რა გზით აქვთ ფული ნაშოვნი მათ შემკვეთებს, რომელთაგან ისინი საკმაოდ მსუყე ანაზღაურებას იღებენ. იქნებ დაფიქრებულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მათ პატრონებს მიაჩნიათ ფულს სუნი არ აქვს, რად უღირთ ასეთი ან სახელი და ან ანაზღაურება”.- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი