ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას: მარტის კატებივით” რომ აგტეხეს და წაუკითხავი კანონპროექტი გაპროტესტებინეს, ნეტა იმ საზოგადოებას არ გიტყდებათ ასე ბრიყვებივით გაბაიბურება?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
743 12 დეკემბერი 2023, 22:46
„აბსოლუტურად დაბლოკილი და სანქცირებულია რუსული ფონდები თუ ფინანსები ევროკავშირში და ზემოხსენებული კანონი რუსულ დაფინანსებას საერთოდ ვერ შეეხება“,, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, საინტერესოა, ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში „რუსულ კანონს“ აპროტესტებდნენ, იგივე ნარატივით თუ გააპროტესტებენ ევროკავშირში დარეგისტრირებულ ანალოგიურ კანონს?! „მარტის კატებივით” რომ აგტეხეს და წაუკითხავი კანონპროექტი გაპროტესტებინეს, ნეტა იმ საზოგადოებას არ გიტყდებათ ასე ბრიყვებივით გაბაიბურება?! თუ ახლა, უარეს სიბეცეში უნდა შეჰყვეთ ნაცვლიშვილებსა და სამნიძეებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ იღებს ამ კანონს?! შეხსენებისთვის, აბსოლუტურად დაბლოკილი და სანქცირებულია რუსული ფონდები თუ ფინანსები ევროკავშირში და ზემოხსენებული კანონი რუსულ დაფინანსებას საერთოდ ვერ შეეხება! “ ალა, ლუსულ კანონს!”))))“ - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი