გია აბაშიძე: გიორგი ვაშაძე სხვას რომ დააბრალებს დეზინფორმატორობას, უკვე მორიგი ანეკდოტია. ვერაფრით გაიგო, რომ მისი ნებისმიერი საჯარო გამოსვლა პოლიტიკა კი არა, არამედ იაფფასიანი კლოუნადაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
520 13 დეკემბერი 2023, 14:37

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ „ენა უნდა ამოაჭრა „ქართული ოცნების“ ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია“ სოციალურ ქსელში აფასებს.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მანიპულაციებშიც „ლუზერი“ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე სხვას რომ დააბრალებს დეზინფორმატორობას, უკვე მორიგი ანეკდოტია.

„ჩვენს რადიკალურ ოპოზიციაში არიან უნიკალურად უტიფარი პოლიტიკური ექსპონატები - რაც უფრო მარგინალია, მით უფრო თავხედი და, რაც მთავარია, უგუნურია. ბოროტი ჯამბაზი, მანიპულაციებშიც „ლუზერი“ გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე სხვას რომ დააბრალებს დეზინფორმატორობას, უკვე მორიგი ანეკდოტია. გიორგი ვაშაძემ ვერაფრით გაიგო (ეტყობა არც უხსნიან), რომ მისი ნებისმიერი საჯარო გამოსვლა პოლიტიკა კი არაა, არამედ იაფფასიანი კლოუნადა.“-წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი