სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან და მივულოცე მას და სრულიად ქართველ ერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
717 15 დეკემბერი 2023, 01:08

საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან და მივულოცე მას და სრულიად ქართველ ერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გამიხარდა პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოლოცვების მიღება ევროპული საბჭოს მიერ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება”, - წერს ზელენსკი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი