თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე - ციფრები საუბრობენ მიღწეულ წარმატებებზე! პრაგმატული პოლიტიკა, ხელშესახები შედეგები და ყველაზე დიდი მონაპოვარი - მშვიდობის სახით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
631 19 დეკემბერი 2023, 15:36
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც მეგრელიშვილი წერს, ციფრები საუბრობენ მიღწეულ წარმატებებზე!


„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში 2023 - საქმით მოპოვებული გამარჯვება!
ციფრები საუბრობენ მიღწეულ წარმატებებზე!
პრაგმატული პოლიტიკა, ხელშესახები შედეგები და ყველაზე დიდი მონაპოვარი - მშვიდობის სახით!
ბოლო 11 წელში ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა, ხოლო ბოლო სამ წელში 30 მილიარდი ლარით გაიზარდა. 2012 წელს მშპ იყო 27 მილიარდი ლარი;
2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 80 მილიარდს, ხოლო 2024 წელს 86 მილიარდს შეადგენს;
2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8100 აშშ დოლარს, ხოლო 2024 წლისთვის  8500 დოლარს გადააჭარბებს. 2012 წელს ბიუჯეტის მოცულობა იყო 8 მილიარდ 465 მილიონი ლარი, 2024 წელს კი 28 მილიარდ 700 მილიონი ლარი იქნება.
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე  შემოსავლების იმ დონეს (მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით), რაც, დაახლოებით, საშუალოდ, დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ.
2023 წელს 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაზრდილია 2.5-ჯერ - 750 ლარიდან 1850 ლარამდე. ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5 -ჯერ - 780 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა;
2022 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა, 42 მილიარდი ლარიდან 181 მილიარდ ლარამდე;
ბიზნესსექტორის გამოშვება 2022 წელს 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 3-ჯერ, 23 მილიარდი ლარიდან  71 მილიარდ ლარამდე;
2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა 143 მილიარდ ლარამდე, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვებამ 54 მილიარდი ლარი შეადგინა.
პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი, შეიქმნა 70,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება.
მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამით 2015-2023 წლებში დაფინანსებულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარის  9000-ზე მეტი ბიზნესპროექტი. ბენეფიციარების 43%  ქალი მეწარმეა. 2023 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1140 პროექტი, მათი 50% ასევე ქალი მეწარმეა. ჯამურად გაცემული გრანტების მოცულობა კი 116 მილიონ  ლარს შეადგენს.
ეს არის სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შედეგი! ეს არის მშვიდობა და მისი მნიშვნელობა.
წარმატება და განვითარება ქართულ სახელმწიფოს!“- წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი