გრეტა წიწავა: 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ მძიმე რეალობა დახვდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულმა ქვეყნის განვითარების სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა განაპირობა სისტემური რეფორმები და ინსტიტუციების გაძლიერება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
605 19 დეკემბერი 2023, 15:38

ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს, მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა დემოკრატიულ, თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა, სისტემური რეფორმები განაპირობა და ინსტიტუციები გააძლიერა; რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გუნდს, რომლის მთავარი საფიქრალი მშვიდობა და კეთილდღეობაა, კანდიდატის სტატუსი მათ რეიტინგს კიდევ უფრო აწევს.

„ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს, მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა დემოკრატიულ, თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე.

2012 წელს „ქართულ ოცნებას“ მძიმე რეალობა დახვდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულმა ქვეყნის განვითარების სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა განაპირობა სისტემური რეფორმები და ინსტიტუციების გაძლიერება. დღეს კი „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი საფიქრალი - მშვიდობა, ქვეყნის წინსვლა და ხალხის კეთილდღეობაა.

P.S.: ბოლო კვლევებით „ქართულ ოცნებას“ 55%-ზე მეტი უჭერს მხარს- კანდიდატის სტატუსი კი ამ რეიტინგს არა თუ განამტკიცებს, ვფიქრობ საგრძნობლად აწევს“, - წერს გრეტა წიწავა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი