ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს რუსთავის საკრებულო, რომელსაც გახარიას და „ნაციონალების“ კოალიცია მართავს, კიდევ ერთხელ აპირებს 2024 წლის ბიუჯეტის ჩაგდებას - ეს ნიშნავს კატასტროფას ამ ქალაქისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
694 21 დეკემბერი 2023, 09:44

დღეს რუსთავის საკრებულო, რომელსაც გახარიას და ნაციონალების კოალიცია მართავს, კიდევ ერთხელ აპირებს 2024 წლის ბიუჯეტის ჩაგდებას. ეს ნიშნავს კატასტროფას ამ ქალაქისთვის, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ნიშნავს კატასტროფას ამ ქალაქისთვის. გახარია და ნაცები უბრალოდ აპაუზებენ ქალაქ რუსთავს, პედაგოგები, მძღოლები და სხვა პროფესიის ადამიანები ვერ აიღებენ მომატებულ ხელფასს, ვერ დაიწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, პრობლემები შეექმნება სოციალურ საკითხებს და ა.შ... მოკლედ - რუსთაველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ საკრებულოს უმრავლესობაში არჩეული გახარიას და ნაციონალების დეპუტატები ქალაქისთვის ღამის კოშმარად გადაიქცნენ. იმედია, მომავალ არჩევნებზე ამ ქალაქის მცხოვრებლები საკადრის პასუხს გასცემენ მათი საყვარელი ქალაქის მტრებს. ახალი წელი მოდის, რუსთავში კი გახარიას და კირკიტაძე/მერაბიშვილის კოალიცია რუსთავის გრინჩებად გადაიქცნენ", - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი