დავით ქართველიშვილი: კეზერაშვილის ხელში, ჟურნალისტი იქნება ეს, ტექნიკური პერსონალი თუ მსახიობი, ყველა ასრულებს მხოლოდ ერთ ფუნქციას - „პოლიტიკურ ქილერობას“, რომლის სამიზნე ბიძინა ივანიშვილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 13 იანვარი 2024, 13:10
„კეზერაშვილის ხელში, ჟურნალისტი იქნება ეს, ტექნიკური პერსონალი თუ მსახიობი, ყველა ასრულებს მხოლოდ ერთ ფუნქციას - „პოლიტიკურ ქილერობას“, რომლის სამიზნე ბიძინა ივანიშვილია“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი იუმორისტ მიშა ანდღულაძის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები იმის გამო დაიხურა, რადგან მათ ვერ შეძლეს „სოლოლაკის აღება“.
ქართველიშვილის თქმით, კარგია, რომ კომედიანტებს თავმოყვარეობისა და ნამუსის „მილილიტრები“ ჯერ კიდევ შერჩენიათ და რომ მონებად და ლაქიებად საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე უარს ამბობენ.
„პარტიული კომედიანტების ჯანყი „ფორმულაზე“. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი. ალბათ, ჟჟჟურნალისტები. კლასიკური ბანდიტური დაჯგუფებიდან კარის მიჯახუნებით გასვლასთან შედარებით, აქ ცოცხლად დარჩენის შანსი მაინც გაქვს. თუ, რა თქმა უნდა, ზურაბ ჟვანიას კალიბრის პერსონას არ წარმოადგენ. კომედიანტებსა და ჯამბაზებს საფრთხე არ ემუქრება - კარგია, რომ მონებად და ლაქიებად საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე უარს ამბობენ. კარგია, რომ თავმოყვარეობისა და ნამუსის „მილილიტრები“ ჯერ კიდევ შერჩენიათ. კეზერაშვილის ხელში, ჟურნალისტი იქნება ეს, ტექნიკური პერსონალი თუ მსახიობი, ყველა ასრულებს მხოლოდ ერთ ფუნქციას - „პოლიტიკურ ქილერობას“, რომლის სამიზნე ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ წლების განმავლობაში ამ მიზნის განუხორციელებლობა, როგორც ჩანს, უკვე კომედიანტებშიც კი ქმნის შინაგანი ტრაგედიის განცდებს...“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი