ზურაბ ქადაგიძე: ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ჩინეთი აუცილებლად უნდა დაესწროს მშვიდობის სამიტს - ნეტა, ჩვენი „ნამუსახდილი“ „პოლიტიკოსები“ რას ფიქრობენ ამ განცხადებაზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
528 16 იანვარი 2024, 12:19

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ორგანიზება გაუწიოს „მშვიდობის სამიტს“ და ასევე, აუცილებლად დაესწროს მას ჩინეთი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება რამდენად არაადეკვატურია ქართული რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური შეფასებებისას, როცა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას აკრიტიკებენ.

ზელენსკი სთხოვს შვეიცარიულ მხარეს, რომ ჩინეთი აუცილებლად უნდა დაესწროს სამიტს… ნეტა, ჩვენი „ნამუსახდილი“ „პოლიტიკოსები“ რას ფიქრობენ ბატონი ზელენსკის განცხადებაზე? აბა, ავტორიტარული, კომუნისტური ჩინეთი შეუთავსებელია ცივილიზებულ სამყაროსთანო?

გუშინ ერთმანეთს ასწრებდნენ გახარიები, „ლელოები“ და ქართველი „უსამშობლოები“, თუ ვინ უფრო მეტ სიგიჟეს იტყოდა ქართულ-ჩინურ სტრატეგიულ ურთიერთობაზე…

ამ დროს კი ჩვენი დელეგაცია უმაღლესი დონის შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთში, რაც საქართველოს როლს გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე უფრო მეტად აქტუალურს ხდის.

აი, რატომ არის მმართველ პარტიასა და პარაზიტ ოპოზიციას შორის რეიტინგებში უპრეცედენტო მასშტაბის განსხვავება - საქართველოს ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს, რომ ქვეყანა მიმზიდველი იყოს, როგორც დასავლეთის, ასევე - აღმოსავლეთისათვის, სტრატეგიულ პარტნიორობას უწევს ჩინეთსა და ევროპისაკენ ყველაზე უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფას აორგანიზებს, ხოლო, ჩვენი „უსამშობლო“ პოლიტიკანები, საკუთარი პოლიტიკური უპერსპექტივობის გადასაფარად, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

ჰოდა, პატივცემულო რადიკალებო, კი ხართ ჩაფლულები ყელამდე და 2024-ის არჩევნებზე ყვინთაობაც მოგიწევთ!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი