ირაკლი ლატარია- კალაძის წინააღმდეგ ერთიანად გახსნილი ფრონტი არაობიექტური და დესტრუქციული უფრო მგონია, ვიდრე - ქალაქზე გულის შემტკივა ხალხის პროტესტი-ნუ გახდებით ჭიაბერაშვილისა და უგულავას მერობის ამოძახილი - ვიყოთ ობიექტურები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
617 18 იანვარი 2024, 17:38
კალაძის წინააღმდეგ ერთიანად გახსნილი ფრონტი, კი, საკმაოდ არაობიექტური და საკმაოდ დესტრუქციული უფრო მგონია, ვიდრე - ქალაქზე გულის შემტკივა ხალხის პროტესტი..  ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი კი - პარის გამოშვებაა!!!“-წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია. 

ირაკლი ლატარია წერეთლის გამზირის ირგვლივ გავრცელებულ პოლიტიკურ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მთავარია პრობლემის აღმოფხვრა და ვინ - ვის დააფარებს ხელს...და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კალაძე არავის გადაუსვავს თავზე ხელს და დაწყებულ პროექტს, ვადებში და საკმაოდ მაღალ დონეზე - დაასრულებს და ვინც დასასჯელია, ყველაც დაისჯება...“

„რა თქმა უნდა მარაზმია, როდესაც ამხელა ფული იხარჯება და ვიღაც კონტრაქტორების გამო მართლაც რომ ისტორიული პროექტი, ახმელა პრობლემის წინაშე დადგა. მაგრამ ამ ყველაფრის გამოსწორება მერმა დაიწყო და წერეთლის გამზირი იმ დროში გაიხსნებაო, რა დროშიც თავიდანვე დავგეგმეთო..
მჯერა, რომ კალაძე მართლაც ყველაფერს აკეთებს რომ ყველა პროექტი იყოს ზედმიწევნით საუკეთესოდ შესრულებული, მაგრამ როდესაც კონტრაქტორები უშვებენ შეცდომებს, მაგ დროს მერს რა შეუძლია? აუქმებს ხელშეკრულებებს, აჯარიმებს და რა ვიცი, თუ უფრო ღრმა დანაშაულებები გამოიკვეთა .... ნამდვილად არ დააფარებს კალაძე ხელს არავის......
თბილისის მერზე მეტად, ცოტა ვინმეს თუ უნდა რომ წერეთლის გამზირი იყოს საუკეთესოდ გაკეთებული და ახლა რომ ყველა ეცით კალაძეს, თან მაშინ, როდესაც პრობლემების გამოსწორება დაიწყეს მშენებლებმა და გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში აგრძელებენ მუშაობას - ცოტა არ იყოს, მიზანმიმართული კამპანია მგონია კახის წინაღმდეგ...
მეც ძალიან ნერვები მეშლება, როდესაც ამხელა პროექტზეა საუბარი,    ასი წლის წინანდელი მილები, კაბელები და ა.შ სისტემები როდესაც იცვლება, როდესაც ამხელა ფული მიდის რათა წერეთლის მაცხოვრებლებისთვის გამზირი გახდეს საუკეთესო და ამ დროს, რომელიღაც კომპანია ყველაფერს აფუჭებს, სისხლი მეყინება ისე ვმწარდები ..მაგრამ აქ მთავარია პრობლემის აღმოფხვრა და ვინ - ვის დააფარებს ხელს...და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კალაძე არავის გადაუსვავს თავზე ხელს და დაწყებულ პროექტს, ვადებში და საკმაოდ მაღალ დონეზე - დაასრულებს და ვინც დასასჯელია, ყველაც დაისჯება...
ხოლო კალაძის წინააღმდეგ ერთიანად გახსნილი ფრონტი, კი, საკმაოდ არაობიექტური და საკმაოდ დესტრუქციული უფრო მგონია, ვიდრე - ქალაქზე გულის შემტკივა ხალხის პროტესტი..  ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი კი - პარის გამოშვებაა!!!
ყველაფერი კარგად იქნება და ნუ გახდებით ჭიაბერაშვილისა და უგულავას მერობის ამოძახილი - ვიყოთ ობიექტურები“-წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი