თამთა მეგრელიშვილი: ქართულ სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ჭკვიანი პოლიტიკით, ექნება კარგად გამოკვეთილი, ღირსეული ადგილი ყველა სხვა სახელმწიფოს გვერდით, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის არსებული „ხიდით“ სარგებლობას მოინდომებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
575 19 იანვარი 2024, 15:12
ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას სურს საქართველო იყოს ბორანი ევროპასა და აზიას შორის, რომელსაც, ვისაც უნდა მიაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადააყვანინებს თავს, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ საქართველოსგან ხიდს ქმნის ევროპასა და აზიას შორის,  სოციალურ ქსელში ეხმაურება.


თამთა მეგრელიშვილი აღნიშნულს ეთანხმება და სოციალური ქსელის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რა გზა განვლო საქართველომ გლობალური სატრანზიტო მაგისტრალების რეალიზება-განვითარებაში. 


„აბრეშუმის გზაზე მდებარეობამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციით დატვირთა საქართველო. 

წლების განმავლობაში რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული ევროპა ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებდა და სწორედ საქართველოზე გატარდა დღეს უმნიშვნელოვანესი მილსადენები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც მსოფლიო ბაზრებს კასპიის ნავთობს აწვდის და გაზის სამხრეთის დერეფანი, რომელსაც ევროპის ქვეყნებისთვის ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 

ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელების პერსპექტივით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის აშენების შემდეგ ეს იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი 10 000-კონტეინერიანი ტანკერების მისაღებად. 

აბრეშუმის დიდი გზის საქართველოს მონაკვეთზე ბოლო წლებში, ასევე, მნიშვნელოვანი სარკინიგზო პროექტი განხორციელდა - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ მაგისტრალით, გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო თბილისსა და შემდეგ თურქეთის ქალაქ ყარსს უკავშირდება, უნიკალური მარშრუტი შეიქმნა. დღეს უკვე შესაძლებელია უმოკლეს დროში ჩავიდეს საკონტეინერო მატარებელი ჩინეთიდან ევროპის უკიდურეს დასავლეთში – ლონდონში. ამ რკინიგზას „აბრეშუმის რკინიგზასაც“ უწოდებენ, რომელზედაც ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი ჩინური საკონტეინერო მატარებელი 2015 წლის 13 დეკემბერს შედგა და სატესტო მარშრუტი დანიშნულების ადგილამდე წარმატებით გაიარა. 

საერთაშორისო დანიშნულების ეს სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს გახსნეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა. 

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სატრანზიტო მაგისტრალების რეალიზება-განვითარებაში, მონაწილეობს ეკონომიკურ პროცესებში და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შუა დერეფანზე, იგივე აბრეშუმის გზაზე გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდინარეა საქართველოსთვის, კიდევ უფრო ახალ შესაძლებლობებს აჩენს, რომელთა გამოყენებისთვისაც კონკრეტულ სახელმწიფოებთან ეკონომიკური თანამშრომლობა აუცილებელი იქნება და ამ შესაძლებლობებს  ქართული სახელმწიფო გამოიყენებს.

მინაწერი: ოპოზიციის დიდი სურვილის მიუხედავად, ქართული სახელმწიფო არ იქნება ბორანი, რომელსაც სახელმწიფოები საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენებენ - მიაწვებიან და ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე თავს გადააყვანინებენ.

ქართულ სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ჭკვიანი პოლიტიკით, ექნება კარგად გამოკვეთილი, ღირსეული ადგილი ყველა სხვა სახელმწიფოს გვერდით, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის არსებული „ხიდით“ სარგებლობას მოინდომებენ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი