ნინო ფოჩხუა: სახელიც როგორი აურჩევიათ მართლაც მანიპულატორ, არატოლერანტ და სიძულვილის ენით მოსაუბრე ბექა მინდიაშვილს და მის ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებს: "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
494 20 იანვარი 2024, 20:22
სახელიც როგორი აურჩევიათ მართლაც მანიპულატორ, არატოლერანტ და სიძულვილის ენით მოსაუბრე ბექა მინიდიაშვილს და მის ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებს: "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი." შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა ეტყობა პატრიარქს "ჯაშუშს" რომ ეძახი, ეკლესიას დეგრადირებულს, 7 იანვრის აღნიშვნას "ანტიდასავლურ სიბრიყვეს" და ა.შ.“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის დირექტორს, ეკა ჭითანავას,  რომელიც შალვა პაპუაშვილის განცხადებებს მანიპულაციურს, სპეკულაციურს, არაეთიკურს და სიძულვილის ენის შემცველს უწოდებს. 

ფოჩხუას თქმით, მინდიაშვილის დამცველები პარლამენტის თავმჯდომარეს უტევენ, თუმცა ქართული საზოგადოება გაიზარდა და ხალხმა თეთრის და შავის გარჩევა ისწავლა. 

„სახელიც როგორი აურჩევიათ მართლაც მანიპულატორ, არატოლერანტ და სიძულვილის ენით მოსაუბრე ბექა მინდიაშვილს და მის ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებს: "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი." 
შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა ეტყობა პატრიარქს "ჯაშუშს" რომ ეძახი, ეკლესიას დეგრადირებულს, 7 იანვრის აღნიშვნას "ანტიდასავლურ სიბრიყვეს" და ა.შ. 
აი, ზუსტად ეს არის სიძულვილის ენა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავება.
აფუთფუთდნენ მინდიაშვილის დამცველები და ჩემი შენ გითხარის პრინციპით უტევენ პარლამენტის თავმჯდომარეს. 
არ გამოუვათ არაფერი, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა, აღარ არის 2003 წელი, ხალხმა ისწავლა თეთრის და შავის გარჩევა, ასე რომ ტყუილად ირჯებიან ეს წარსულში ჩარჩენილი ადამიანები. ისე, ქვეყნისთვის სჯობს ასე გააგრძელონ, დღევანდელი კვლევებით "ქართული ოცნების" მომხრეთა 60% ოქტომბრისთვის 80% მიაღწევს," - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი