დავით ქართველიშვილი: ამ „ქოუჩების" ტრენინგების კურსდამთავრებულებს მოსმენილიდან რა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც თვით მათი დამრიგებლების "საინფორმაციო ღრუს" დახარვეზებული მატრიცა ასაზრდოებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 20 იანვარი 2024, 21:25
რა კავშირშია ევროატლანტიკური მისწრაფება ჩვენი ეკლესიისა და მორწმუნე ადამიანების გრძნობების მიზანმიმართულ და აგრესიულ ხელყოფასთან? რა ბავშვთა ონკოლოგია მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ტექნოლოგიურ პროცესში? აზერბაიჯანის როგორ უნდა გშურდეს, სადაც ამ ცინიკოს-მავნებლებს უზუსტესი შეფასება გამოუტანეს და თავისი ადგილი მიუჩინეს ნორმალურ საზოგადოებაში,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც  ვრცელ პოსტში  ქართველიშვილი აღნიშნავს, სახეზეა ქვეყნის, ერის, ეკლესიის და ხელისუფლების დაუმალავი და გამიზნული შეურაცხყოფა.

„ამ „ქოუჩების" ტრენინგების კურსდამთავრებულებს მოსმენილიდან თუ წაკითხულიდან აზრის გამოტანა რომ უჭირთ, რა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც თვით მათი დამრიგებლების „საინფორმაციო ღრუს" დახარვეზებული მატრიცა ასაზრდოებს, სადაც ორი სავარაუდო ვარიანტიდან, ერთ-ერთია ამოსარჩევი: მართლა „აკლიათ", თუ ჩვენში ხედავენ მდაბიო ფენას. როდესაც USAID-ის ოფისის მიერ ჩამოყვანილ უიღბლო „მაიდან-ქოუჩების" შესახებ ოპერატიულ მასალებს აწვდი, სადაც მინიმალური IQ-ს მატარებელიც კი ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ დებილებად რომ გვთლიან და ამ ორგანიზაციიდან 6x9-ზე ზომის ღიმილით რომ გპასუხობენ: „ეს ის არ იყო, რაც თქვენ გგონიათ". თურმე „ოტპორ"-ელები ადგილობრივ კულტურის მუშაკებს ბავშვთა ონკოლოგიაზე უტარებდნენ ლექციებს. როდესაც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე USAID-ის მიერ დაფინანსებული „ტოლერანტობის ცენტრის" ყველაზე აგრესიულ ანტიმართლმადიდებელ „თეოლოგზე" აწვდის არგუმენტირებულ ინფორმაციას, იმ ორგანიზაციაში, სადაც იდიოტებად გვთვლიან, ოლიგოფრენის დონის პასუხს გვთავაზობენ: "აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“. 

რა კავშირშია ევროატლანტიკური მისწრაფება ჩვენი ეკლესიისა და მორწმუნე ადამიანების გრძნობების მიზანმიმართულ და აგრესიულ ხელყოფასთან? რა ბავშვთა ონკოლოგია მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ტექნოლოგიურ პროცესში? აზერბაიჯანის როგორ უნდა გშურდეს, სადაც ამ ცინიკოს-მავნებლებს უზუსტესი შეფასება გამოუტანეს და თავისი ადგილი მიუჩინეს ნორმალურ საზოგადოებაში. ასეთ პასუხს ან სრული ერთუჯრედიანი პრიმიტივიზმი ქმნის, ან განუსაზღვრელი ცინიზმი, რომელსაც, დეგნანის წასვლის შემდეგ გვეგონა, რომ ცოტა ხნით მაინც ავიცილებდით. თავისი ერთი აგრესიული ლაქია-მარიონეტის დაცვის მიზნით, მსგავს პასუხს რომ აძლევ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ეს არის ცინიზმის მწვერვალი! ეს არის ქვეყნის, ერის, ეკლესიის და ხელისუფლების დაუმალავი და გამიზნული შეურაცხყოფა, რაც ამ ტიპის ორგანიზაციებს აზერბაიჯანში მითითებული მისამართით გაუშვებს აქედან ადრე, თუ გვიან,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი