ადვოკატი: მარინე ხატიაშვილს ვთავაზობთ ქავთარაძეზე სახლის ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით თუკი აიღებს პასუხისმგებლობას, რომ სამომავლოდ არავითარი დაპირისპირება მხარეებს შორის აღარ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
599 24 იანვარი 2024, 00:15

ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი, კეკელიძის ქუჩაზე დღეს ჩატარებული იძულებითი აღსრულების, ე.წ. გამოსახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ქალბატონმა დარეჯან დვალმა აღნიშნული ბინა საჯარო აუქციონზე, 2018 წლის 19 თებერვალს შეიძინა.

„აღსანიშნავია, რომ დარეჯან დვალს წინა მესაკუთრის მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხა, 15000 აშშ დოლარი გადმოჰყვა ვალდებულის სახით, რომელიც მან დამატებით გადაიხადა იმავე წლის მარტის თვეში.
აღნიშნულის შემდგომ ვინაიდან მარინე ხატიაშვილი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე სასტიკ უარს გვიცხადებდა, მივმართეთ სასამართლოს მისი გამოსახლების და კანონიერი მესაკუთრისთვის სახლის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

მოცემული პერიოდიდან დღევანდელ დღემდე დარეჯან დვალის და ასევე ჩემი როგორც მისი ადვოკატის მიმართ გამუდმებით მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი და მუქარა მარინე ხატიაშვილის და მისი ე.წ. დამცველების მხრიდან, საზოგადოებას გამუდმებით აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციებს, თითქოსდა მარინე ხატიაშვილს გადახდილი ჰქონდა თანხები დარეჯან დვალისთვის, თითქოს ის უსახლკაროდ რჩებოდა და ზ.აღნიშნული ბინა ვითომ წარმოადგენდა მის უკანასკნელ საცხოვრისს, რაც არის მცდარი ინფორმაცია.

2018 წლიდან დღემდე აღსრულების ბიუროს მიერ 5ჯერ მოხდა გამოსახლების გადადება და გადავადება, ჩვენს მიერ საბოლოო შეთავაზებას წარმოადგენდა, მარინე ხატიაშვილისთვის, იმ პირობით რომ ის ნებაყოფლობით გამოვიდოდა ბინიდან მაშინ დარეჯან დვალი მას საკუთრებაში ჩუქების სახით აძლევდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლს, რაზედაც მან კვლავ უარი განაცხადა.

და ბოლოს, ჩვენს მიერ კიდევ ერთხელ ხდება კეთილი ნების გამოვლენა და მარინე ხატიაშვილს ვთავაზობთ ზ.აღნიშნული სახლის ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით თუკი ის აიღებს პასუხისმგებლობას რომ ის და მისი დამცველები მოგვცემენ პირობას რომ სამომავლოდ არავითარი დაპირისპირება მხარეებს შორის აღარ იქნება“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი