ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: ამ უსამშობლო ქალის დამცველებს ნუთუ სულ ცოტა იმის ანალიზის უნარი არ აქვთ, საით მიაქანებს მათი აგენტი პრეზიდენტი ქვეყანას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 24 იანვარი 2024, 11:43

აი, ეს არის ის საბოლოო გეგმა, რასაც აპირებს "გლობალური ომის პარტია" ჩვენს ქვეყანაში. აი ამას მოაწერა ხელი, გვარამიას დავესესხები, რეზიდენტმა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს, თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში – სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ფოჩხუას თქმით, ეს გეგმა თავშივე განწირულია და აღსრულება არ უწერია.

„აი, ეს არის ის საბოლოო გეგმა, რასაც აპირებს "გლობალური ომის პარტია" ჩვენს ქვეყანაში. აი ამას მოაწერა ხელი, გვარამიას დავესესხები, რეზიდენტმა... ეს გეგმა თავშივე განწირულია, მაგრამ ამ უსამშობლო ქალის დამცველებს ნუთუ სულ ცოტა იმის ანალიზის უნარი არ აქვთ, საით მიაქანებს მათი აგენტი პრეზიდენტი ქვეყანას? და კიდევ, გეგმას, რომელიც თავშივე გაშიფრულია, აღსრულება არ უწერია, ასეთ შემთხვევებში კი ქართველი ხალხი კიდევ უფრო ერთ მუშტად იკვრება ქვეყნის გადასარჩენად“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი