ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეზე: ნათქვამია - ქორ-ვაჭრობიდან პოლიტიკურ ჩარჩობამდე, მუსტანგით სეირნობააო საჭირო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
519 24 იანვარი 2024, 15:34
ნათქვამია - ქორ-ვაჭრობიდან პოლიტიკურ ჩარჩობამდე, მუსტანგით სეირნობააო საჭირო(ხალხური), - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში  „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ ზამთარში ხალხის გამოსახლება კატასტროფაა და მის დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა. 



ქადაგიძის თქმით, 2012 წლის შემდეგ თიბისი ბანკის ვალის გადახდევინების მიზნით, 1085 ერთეული უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს აუქციონზე, ამავე ბანკმა შეიძინა 689 ერთეული უძრავი ქონება.


„განაცხადა პოლიტიკურმა “ჩარჩმა” და ხელიდან დოკუმენტები დაუცვივდა, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა:

857 საცხოვრებელი ფართი;

194 მიწის ნაკვეთი;

 34 სხვა ტიპის დანიშნულების ქონება;

 აღსრულების ბიუროსგან შეისყიდა - 598 საცხოვრებელი ფართი;

 61 მიწის ნაკვეთი;

30 სხვა დანიშნულების ქონება;
მოკლედ, 2012 წლის შემდეგ თიბისი ბანკის ვალის გადახდევინების მიზნით, 1085 ერთეული უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს აუქციონზე, ამავე ბანკმა შეიძინა 689 ერთეული უძრავი ქონება.
ნათქვამია - ქორ-ვაჭრობიდან პოლიტიკურ ჩარჩობამდე, მუსტანგით სეირნობააო საჭირო (ხალხური))))“ , - წერს ზურაბ ქადაგიძე  Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი