თამთა მეგრელიშვილი: TBC ბანკის დავალიანების გადახდევინების მიზნით 1085 უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა - მამუკა ხაზარაძე, ახლა უკვე პოლიტიკური მევახშე, ხალხის საჭიროებებსა და მათი ინტერესების დაცვაზე საუბრობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
468 24 იანვარი 2024, 15:56

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გამოსახლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და „ქრონიკის“ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია იმ უძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელიც „თიბისი ბანკმა“ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მმართველობის პერიოდში გაყიდა ან შეიძინა.

როგორც მეგრელიშვილი წერს, ხაზარაძე უამრავ ფულს ხარჯავს საკუთარი თავისა და "ლელო საქართველოსთვის" პიარში, და ამტკიცებს რომ ცალკე პოლიტიკური მოთამაშეა, მაგრამ მისი ფარული პოლიტიკური ალიანსი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყველამ იცის.

„2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე „თიბისი ბანკის“ დავალიანების გადახდევინების მიზნით 1085 უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა. აქედან 857 საცხოვრებელი ფართი, 194 მიწის ნაკვეთი და 34 სხვადასხვა ტიპის დანიშნულების უძრავი ქონება იყო.

გაყიდვის გარდა, ბანკმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე გატანილი 689 უძრავი ქონება შეიძინა.
აქედან 598 საცხოვრებელი ფართი, 61 მიწის ნაკვეთი და 30 სხვადასხვა ტიპის დანიშნულების უძრავი ქონება იყო.
ამ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ახლა უკვე პოლიტიკური მევახშე კი, ხალხის საჭიროებებსა და მათი ინტერესების დაცვაზე საუბრობს და მეტიც ამაზე სხვებს მიუთითებს.

ის უამრავ ფულს ხარჯავს საკუთარი თავისა და "ლელო საქართველოსთვის" პიარში, და ამტკიცებს რომ ცალკე პოლიტიკური მოთამაშეა, მაგრამ მისი ფარული პოლიტიკური ალიანსი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყველამ იცის.

და მაინც, ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედაც რომ გავიდეს მაინც წაგებულ თამაშში შედის და მან ეს იცის.
ის მალე დარწმუნდება, რომ ფული, მით უფრო ასე მოპოვებული არ და ვერ გახდება გამარჯვების საწინდარი და ხალხი საკუთარ სიტყვას არჩევნებზე მისი გუნდის გარეშეც იტყვის.

მინაწერი: ბატონო მამუკა, გადახედეთ ზემოთ მოყვანილ ციფრებს, რა სახის პიარი გადაფარავს ამ მძიმე მაჩვენებლებს და ვინ რით უშველის თქვენი ბანკის მიერ გაუბედურებულ ოჯახებს? დავიჯერო თქვენი პოლიტიკური ფორიაქი სინდისის ქენჯნამ იცის?!“-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი