თამთა მეგრელიშვილი: რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულთა უზრუნველყოფის მიუხედავად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეთავაზებული პირობები არ მოსწონთ და გვერდით ოპოზიციურ სპექტრს იყენებენ, რაც არასწორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
479 27 იანვარი 2024, 11:35

მოარული ხმები, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულნი სამუშაოს გარეშე რჩებიან და სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს დიდი ტყუილია. მათ სახელმწიფო შესთავაზებს ყველა პირობას იმისათვის, რომ უკმაყოფილონი არ დარჩნენ და საქმიანობა ღირსეულ პირობებში გააგრძელონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დასაქმებულების უზრუნველყოფის მიუხედავად, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეთავაზებული პირობები არ მოსწონთ და გვერდით ოპოზიციონერებს იყენებენ, რაც მოლაპარაკების პროცესს უფრო დააზიანებს და გადაუწყვეტელ პრობლემად აქცევს.

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.

კერძოდ, შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.

თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.

სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.

სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

შესაბამისად მოარული ხმები, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულნი სამუშაოს გარეშე რჩებიან და სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს დიდი ტყუილია.
მათ სახელმწიფო შესთავაზებს ყველა პირობას იმისათვის, რომ უკმაყოფილონი არ დარჩნენ და საქმიანობა ღირსეულ პირობებში გააგრძელონ.
მინაწერი: სახელმწიფოს მიერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულთა უზრუნველყოფის მიუხედავად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეთავაზებული პირობები არადა არ მოსწონთ და მოლაპარაკების პროცესის გვერდის ავლით, გვერდით ოპოზიციურ სპექტრს იყენებენ, რაც არასწორია, რადგან ოპოზიცია როგორც ყველა პროცესში, აქაც საკუთარი მზაკვრული გეგმის განხორციელებას ისახავს მიზნად.
ეს ყოველივე მოლაპარაკების პროცესს არაფერს შემატებს, პირიქით უფრო დააზიანებს და გადაუწყვეტელ პრობლემად აქცევს რაც არასწორია." - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი