ბაჩო ოდიშარია: აღარაა ის პერიოდი, როდესაც მერაბიშვილ-ახალაიას კაბინეტებში დგებოდა კულტურის აქტივობების და იქ მონაწილეების სია, არც ის დროა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ბოტოქსები და სტრიპტიზ ბარებში გულაობები რომ ფინანსდებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
426 31 იანვარი 2024, 14:08

ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია. წლევანდელი ქართული სტენდი, როგორც გაშუქების, ისე საქმიანი შეხვედრების მხრივ იქნება ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური და მოემსახურება ქართული კინემატოგრაფის ინტერესებს, რომელსაც ასე აქტიურად ცდილობენ სახელი შეულახონ საერთაშორისო კინოსივრცეებში მავნებლებმა, - ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

ოდიშარიას თქმით, აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერებისგანაა დაკომპლექტებული, ხოლო „პოს ტვ“-ის და „იმედი“-ს გამშუქებლები სიაში მოხვდნენ იმისთვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა.

„ოპოზიციურ მედიაში ჩვეულ, მანიპულაციურ სტილში აიტაცეს კინოცენტრის დელეგაციაში მყოფი მედიის წარმომადგენლების საკითხი. აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდიუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი. ეს ნაწილი რასაკვირველია ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ „პოსტვს“ და „იმედის“ გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა. და დიახ, რასაკვირველია კინოცენტრი ზრუნავს რომ მაქსიმალურად გაშუქდეს ქართული სტენდი და მისი აქტივობები ბერლინალეზე.

დღეს აღარაა ის პერიოდი, როდესაც მერაბიშვილ-ახალაიას კაბინეტებში დგებოდა კულტურის აქტივობების და იქ მონაწილე ადამიანების სია, არც ის დროა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ბოტოქსები და სტროპტიზ ბარებში გულაობები რომ ფინანსდებოდა, არც პოპულარული სერიალები ცენზურდება, როგორც ეს „ცხელი ძაღლის“ შემთხვევაში მოხდა, არც სტუდიები იხურება და მასალები უნადგურდება, როგორც ეს სტუდია „რაკურსის” შემთხვევაში მოხდა, არც ახალგაზრდა რეჟისორებს უშლიან გადაღებულ მასალებს და ატარებენ განყოფილებებში 2008 წლის ომზე დოკუმენტური ფილმის გადაღების გამო, როგორც ეს ედმონდ მინაშვილს გაუკეთეს. ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია.

წლევანდელი ქართული სტენდი, როგორც გაშუქების, ისე საქმიანი შეხვედრების მხრივ იქნება ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური და მოემსახურება ქართული კინემატოგრაფის ინტერესებს, რომელსაც ასე აქტიურად ცდილობენ სახელი შეულახონ საერთაშორისო კინოსივრცეებში მავნებლებმა. კინოცენტრის სტენდზე რასაკვირველია ოპოზიციური მედია პოზიტიურ ჭრილში არაფერს ისაუბრებს, მაგრამ ისაუბრებენ მამუკა ხაზარაძის ფონდით დაფინანსებულ ბერლინალეს სტენდზე, რომელთანაც „კრიტიკული კითხვები” არ გაჩნდება, მაშინ, როდესაც, ღიად წინასაარჩევნო ამომრჩევლის მოსყიდვასთან გვაქვს საქმე. პ.ს. თუ ატეხილი ისტერიის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ 23 კინოს დარგის წარმომადგენელში ვერ მოხვდით, ეგ სხვა საკითხია და მაშინ ამის ირგვლივ გაშალეთ საუბარი “- წერს ოდიშარია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი