თამარ ჩიბურდანიძე: რა თქვეს და რა შეასრულეს? რით მიდიან ოპოზიციური პარტიები საკუთარ ამომრჩეველთან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
570 01 თებერვალი 2024, 13:44
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ქართული ოპოზიციის წინასაარჩევნო მდგომარეობის შესახებ წერს. 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, შეუსრულებელი სიტყვებისა და უპრინციპო ქმედებების შემდეგ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოპოზიციისთვის დიდი იმედგაცრუების წელი იქნება.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტ დაპირებებს მოვისმენთ ოპოზიციური პარტიებისგან. მაგრამ, ავიწყდებათ ის, რომ ხალხისგან ნდობის მოსაპოვებლად მართალი, პრინციპული და საკუთარი სიტყვის შემსრულებელი უნდა იყო.

რა თქვეს და რა შეასრულეს? რით მიდიან ოპოზიციური პარტიები საკუთარ ამომრჩეველთან? გავიდა თითქმის ოთხი წელი და ტყუილების მეტი არაფერი დაუგროვებიათ. რა თქმა უნდა, თავს იმით იმართლებენ, რომ ოპოზიციის სიტყვას ხელისუფლება არ ისმენს და კიდევ კარგი, რომ არ ისმენს. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა მათი იდეების აღსრულებისგან. აქ საუბარი გვაქვს პრინციპულობაზე, უცხოური ძალების ჩაურევლად, მათ მიერ დამოუკიდებლად  გადადგმულ თუნდაც ერთ ნაბიჯზე, ერთ განცხადებაზე. 

საპარლამენტო მუშაობა ბოიკოტით დაიწყეს, შემდეგ პარლამენტში „შევალთ-არშევალთ“ და მანდატების დატოვება-არდატოვების ვაჭრობით განაგრძეს. სააკაშვილის გასათავისუფლებლად არასაკმარისი ბრძოლისთვის ურთიერთბრალდებებს ღიად აყენებდნენ და ბოლოს, პოლიტიკური „მოღვაწეობა“ სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის დასმენით დაასრულეს.

ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მათი გადასაწყვეტი არ იყო და, ამიტომაც, ცუდად დაპროგრამებულ თოჯინებს ჰგავდნენ. მათი ამომრჩეველი ამ ყველაფერს ხედავდა და ნდობაც მათი სახელებივით ნელ-ნელა ქრებოდა. ამდენი შეუსრულებელი სიტყვისა და უპრინციპო ქმედების შემდეგ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოპოზიციისთვის დიდი იმედგაცრუების წელი იქნება“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი