დავით ქართველიშვილი: დღეს „სერიოზული პრობლემა“ საქართველოში მხოლოდ ISFED-ის და IDFI-ს გაუმჭვირვალე საქმიანობაა - ხელისუფლებას მათგან, არაერთგზის გამოაშკარავებული თაღლითებისგან, რჩევა-დარიგება არ ესაჭიროება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
501 02 თებერვალი 2024, 13:10
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ინფორმაციას, რომ ISFED-სა და IDFI-ს განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც „სერიოზული პრობლემაა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ერთადერთი „სერიოზული პრობლემა“ საქართველოში ამ ორგანიზაციების გაუმჭვირვალე საქმიანობაა და თუ ისინი სახელმწიფოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას არ შეიცვლიან, შესაძლოა ეს ძვირად დაუჯდეთ. 

„ქართული ოცნების“ ერთადერთ მზაობაზე, რომელზეც ეს საერთაშორისო თაღლითები და აგენტოკრატების „უძღები შვილები“ შეიძლება საუბრობდნენ, არის მათ მიმართ გამოჩენილი ჰუმანურობის აქტი და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების დაძაბვის სურვილის არქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ იმ დანაშაულის გამო, რომელიც ISFED-მა 2021 წლის არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის დროს მიზანმიმართულად ჩაიდინა, სხვა ქვეყანაში, მას საქმიანობას აუკრძალავდნენ.

ეს ის ISFED-ია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოითხოვდა სახელმწიფოსგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას „დიდი ოდენობით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე“ - რაც, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად შემოგდებული სიცრუე იყო. ეს ის ISFED-ია, რომელსაც სამი წლის შემდეგ, კიდევ ერთ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, „არჩევნების გაყალბების ფაქტზე“ ქვეყანაში მასობრივი არეულობა უნდა აეგორებინა. ეს ის ISFED-ია, რა ტიპის ორგანიზაციებსაც იმავე აზერბაიჯანში ფეხი აღარ ჩაედგმება მსგავს დანაშაულებში მხილების გამო.

დღეს „სერიოზული პრობლემა“ საქართველოში მხოლოდ ISFED-ის და IDFI-ს იდუმალებით მოცული, გაუმჭვირვალე საქმიანობაა. ამ ორგანიზაციების ადგილას ჩრდილში მოვექცეოდი და საქართველოს ხელისუფლების ლმობიერებისა და მოთმინების უნარს არ გამოვცდიდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარება. ხელისუფლებას არც 12 დათქმის და არც 9 რეკომენდაციის წარმატებულ დაძლევაში არაერთგზის გამოაშკარავებული თაღლითებისგან რჩევა-დარიგება არ ესაჭიროება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი