ლევან ნიკოლეიშვილი სუს-ის განცხადებაზე-ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
436 05 თებერვალი 2024, 15:18
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელთა თქმით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომლის გადაადგილების ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე უწევდა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურები ამ დროს ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ მინიმუმ სიმართლის დასადგენად და გამოძიების ხელშესაწყობად.


„ტერაქტს და ტერორისტულ ქმედებებს, რომ გამართლება არ აქვს ამაზე თავად ტერორისტების გარდა არავინ არ დავობს. ისტორიას არ ახსოვს ერთი შემთხვევაც კი როდესაც ტერორისტების სამიზნეს უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი არ მოჰყოლოდა. აქედან გამომდინარე მართლაც დასაფასებელი საქართველოს უშიშროების სამსახურის  მაღალ პროფესიული ქმედება, რომელმაც ან საქართველოში ან საქართველოს გავლით თუ მონაწილეობით ტერაქტი აღკვეთა. ამავდროულად ისიც უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება სავარაუდოდ უკრაინელი პოლიტიკური ელიტის მიერ გახლდათ წახალისებული, ამ საქმეში ხომ  მათი მმართველი პარტიის წარმომადგენლის სახლიც ფიგურირებს. ცხადია მეგობარი (?) ქვეყნების  საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურები ამ დროს ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ მინიმუმ სიმართლის დასადგენად და გამოძიების ხელშესაწყობად. თუმცა მე პირადად ამაში ეჭვი მეპარება, უბრალო მიზეზებიდან გამომდინარე, ერთი რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას და მეორეც მათი ხელისუფლებაც და შესაბამისი სამსახურები, სწორედ საქართველოში სხვადასხვა საქმეზე ბრალდებულ ყოფილი ჩინოვნიკების თავშესაფრადაა გადაქცეული.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი