ლევან ნიკოლეიშვილი: ვისაც მიგაჩნიათ, რომ სუს-ს არ უნდა აღეკვეთა მოსალოდნელი ტერაქტი ან საქართველოს ტერორიზმის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა უნდა დაეშვა - სხვის შვილებს ნუ კი გაწირავთ, პირადად წადით უკრაინაში და იომეთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
472 06 თებერვალი 2024, 13:03

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანება, რომლის თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი, სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს.

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომლისთვისაც უმთავრესია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება. მისი თქმით, ის პირები, ვინც ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს არ ეთანხმება და თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველო უნდა ჩართულიყო, თავად უნდა წავიდნენ უკრაინაში საომრად.

"ვისაც მიგაჩნიათ, რომ სუს-ს არ უნდა აღეკვეთა მოსალოდნელი ტერაქტი ან საქართველოს ტერორიზმის სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა უნდა დაეშვა, ვისაც მიგაჩნიათ რომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში უნდა ჩართულიყო ან უნდა ჩაერთოს, პირდაპირ გეტყვით და მოგიწოდებთ შემდეგს:
1) საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს სწორედაც პრაგმატულ პოლიტიკას და მისთვის უმთავრესი თავის ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, სტაბილურობა და თავის მოქალაქეების უსაფრთხოებაა.
2) დანარჩენმა ნაწილმა კი ვინც ხელისუფლების ამ პოლიტიკას არ ეთანხმება და არ მოსწონს, ვინც გინდა იყავით პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ ექსპერტი, მწერალი თუ ჟურნალისტი, ფერმერი თუ მუშა წადით უკრაინაში და იომეთ! სხვის შვილებს ნუ კი გაწირავთ, პირადად ნახეთ სიკვდილიც, სისხლიც და დასახიჩრებაც, ნახეთ თქვენი თვალით ნახეთ და დიახ, პირადად წადით იომეთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ თქვენი ოჯახის წევრების წაყვანაც-დედების, მამების, ძმების, დების, ქმრების, ცოლების, შვილების, თავისთავად ცხადია საყვარლების წაყვანაც შეგიძლიათ ! ხოლო თუ ასე არ გინდათ, ასე არ გაწყობთ, მაშინ ერთი ადგილი დააყენეთ თქვენ მართლა უსამშობლო მავნებლებო!" - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი