თამთა მეგრელიშვილი ქეთი შოშიაშვილზე: სინამდვილეში კარგად იაზრებს სუს -ის მიერ აღკვეთილ საშიშროებას, მაგრამ მიესალმება მცდელობას, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
502 06 თებერვალი 2024, 14:35
სინამდვილეში ეს ადამიანი კარგად იაზრებს სუს -ის მიერ აღკვეთილ საშიშროებას, მაგრამ მიესალმება მცდელობას, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევრის და „სირცხვილიას“ აქტივისტის, ქეთი შოშიაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში, სადაც სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს.
მეგრელიშვილის თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" არის არასამთავრობო ორგანიზაცია ღია დესტრუქციული მიზნებით და არასამთავრობო სექტორი რომელიც "watch dog"- ის ფუნქციას ვერ ასრულებს პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ საქმეებში ებმება და დაფინანსებას ამ საქმეში მისი როლის პროპორციულად იღებს.
„"საერთაშორისო გამჭვირვალობა" არის არასამთავრობო ორგანიზაცია ღია დესტრუქციული მიზნებით. ეს ძალა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ - სათანადო დავალების პირობებში. "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელები უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობისგან უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ- რაც ქართული სახელმწიფოს ომში ჩართვას ნიშნავდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა" იყო ასევე იმ NGO-ებს შორის, რომლებიც, მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ქვეყნის წალეკვის მუქარით მთავრობის გადადგომას და ახალ მთავრობაში საკუთარ მონაწილეობას ითხოვდნენ.
ამჟამად საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს: "ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ"... სინამდვილეში ეს ადამიანი კარგად იაზრებს სუს -ის მიერ აღკვეთილ საშიშროებას, მაგრამ მიესალმება მცდელობას, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ. (როგორც იცით ორგანიზატორების მიერ საქართველოში შემოტანილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს რომელიც შესაბამისმა სამსახურმა აღმოაჩინა, თავისი სიმძლავრით მნიშვნელოვანი მსხვერპლის გამოწვევა შეეძლო და ეს აჩენს ეჭვს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესაძლო დაგეგმვასთან დაკავშირებით). ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ, ინსტიტუციურად მდგრად სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუცია გამართულად მუშაობს, მაგრამ არასამთავრობო სექტორი რომელიც "watch dog"- ის ფუნქციას ვერ ასრულებს პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ საქმეებში ებმება და დაფინანსებას ამ საქმეში მისი როლის პროპორციულად იღებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა"ამ როლით მოწინავეა და ღია დაპირისპირებაშია საზოგადოების უმრავლესობის განწყობებსა და სურვილებთან. საზოგადოებას უნდა მშვიდობა! ამ აპოლიტიკურობას ამოფარებულ ყველაზე პოლიტიკურ ძალას დღესაც უნდა ომი!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი